
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რესტორან ,,რეტროს" ყოფილმა მენეჯერმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.