Digest Logo

🎥 საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

1674173895
უბედური- შემთხვევა

ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა, საგარეჯოში სავარაუდოდ, 5 ადამიანი მოკლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ყოფილი სამხედროა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან არის.

კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოქალაქეებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნა. გარდაცვლილებს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება.

სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი კახეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში შეიყვანეს.

კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში გადაიყვანეს.

მას დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას უტარდება ოპერაცია. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

შემთხვევის ადგილიდან, ასევე, გავრცელდა ფაქტის ამსახველი ფოტო:

ცნობისთვის, 20 იანვარს, გვიან ღამით შეიარაღებული პირი საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრა და აივნიდან სროლა დაიწყო. შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველი. არიან დაჭრილებიც.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ამავე თემაზე:

საგარეჯოში ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილმა კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა

საგარეჯოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს