Digest Logo

„რეტრო“ და „რეტრო 2“ 30 000 ლარით დაჯარიმდა - ობიექტებს სამუშაო პროცესი შეუჩერდა

1685978570
რეტრო ბათუმში

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რეტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და რესტორნები 30 000 ლარით დააჯარიმა.

„უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რეტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. 

უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით“, - აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს.

შეგახსენებთ, შს სამინისტრომ, ბათუმში რესტორან „რეტროში“თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.