Digest Logo

პედოფილების საქმე - არასრულწლოვანის მუქარაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

1686315969
პედოფილია

პედოფილების საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი მამაკაცის სასამართლო სხდომა გაიმართა ქუთაისში.

სმენადაქვეითებული არასრულწლოვანის მუქარაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე 4 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გამოძიების ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 38 წლის მამაკაცი არასრულწლოვანს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, კადრების გადაღება და პორნოგრაფიული მასალის დახურულ ჯგუფებში გაზიარება - ამ უმძიმესი დანაშაულის შესახებ ცნობილი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გახდა. სწორედ ამ ორგანიზაციამ მიმართა პოლიციას.

როგორც ირკვევა, მოძალადეების ჯგუფი არასრულწლოვანებზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს იწერდა, შემდეგ კი ვიდეოებს ერთმანეთს სოციალურ ქსელში უზიარებდნენ. ამ შინაარსის 27 ვიდეო აღმოჩნდა საბოლოოდ პოლიციის ხელში.

„დაკავებულ პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას. ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახლით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მომართა კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა“, - აცხადებს პროკურორი, ირაკლი შვანგირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „9 და 10 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს“ - მეტეოროლოგის პროგნოზი

🔵 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება

📸  „მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ…“ - ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კვარას ხელმოწერით ტატუ გაიკეთა, რა ფოტოს ავრცელებს ემიგრანტი ჟურნალისტი