Digest Logo

ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა

1652682941
„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია Digest.ge

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება იაშვილსა და დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი - გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლის განმარტებით, მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კახა დამენია - ცნობილ იქნა დამნაშავედ, 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე ამავე ტელევიზიის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლებაც ჰქონდა შეზღუდული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „კრიზისული მენეჯმენტი“ - ირაკლი კაკაბაძის მორიგი პერფორმანსი პირდაპირ ეთერში

🔵„ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს“ - 16 მაისის ამინდის პროგნოზი

🎥 პუტინის მომხრე რუსი მომღერალი დონბასში იარაღით გამოჩნდ