Digest Logo

მკვლელობა ასპინძაში - მოკლულია 35 წლამდე კაცი, დაჭრილია ერთი პირი

1651775641
პოლიცია

მკვლელობა ასპინძაში - კონფლიქტის შედეგად დაჭრილია ერთი და მოკლულია 35 წლამდე კაცი. ასპინძის კლინიკაში მამაკაცი უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

კლინიკის მენეჯერის თქმით, კაცს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

„გარე დათვალიერებით ყელის არეში აქვს დიდი ჭრილობა. ჩვენთან უკვე ცხედარი შემოიყვანეს," - აცხადებს კლინიკის მენეჯერი მანანა ცინაძე.

შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათისთვის მოხდა. ინციდენტში მონაწილე პირები სოფელ ტოლოშიდან არიან.

ადგილობრივების თქმით, ფიზიკური დაპირისპირება დაბის ცენტრში, მაღაზიის მიმდებარედ მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. 

წყარო: rustavi2.ge