Digest Logo

ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

1686322967
პოლიციელის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, ა.ნ. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ. - ს ნაცნობმა, 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. -მ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ა.ნ. - ც, თუმცა მან მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით ცხელ კვალზე, ხოლო ა.ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მოგვიანებით დააკავეს.

განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.