Digest Logo

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ალაპარაკდნენ - გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

1651600639
გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი აცხადებენ, რომ მათ ახალგაზრდა ფეხბურთელთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ, თუმცა მკვლელობის ეპიზოდში არ ფიგურირებდნენ და უკვე თბილისში იყვნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს. 

ჩვენება ლაშა შერმადინმა 2 მაისს შეცვალა.

„ვაღიარებ, რომ გიორგი მერაბიშვილთან ერთად მოვდიოდი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ჩემი მიმართულებით დავინახე გამოქცეული პირები - გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილი, რომლებსაც მე მივაყენე ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გიორგი შაქარაშვილთან მომივიდა 1-2 წუთიანი ჩხუბი, რა დროსაც ის რამდენჯერმე წაბორძიკდა კიდეც.

ჩხუბის შემდეგ კვლავ დავბრუნდით აგარაკზე, შემდეგ ავტოსტოპით მე და ნიკოლოზ ქანაშვილი გამოვემართეთ თბილისის მიმართულებით, რა დროსაც კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ყვითელ შენობასთან მე და ნიკოლოზ ქანაშვილმა დავინახეთ გიორგი შაქარაშვილი და ამირხანაშვილი ერთად“, - აცხადებს ლაშა შერმადინი.

ბრალდებულების მიერ ჩვენების შეცვლის ფაქტს საქმის პროკურორი გამოეხმაურა.

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ შაქარაშვილის მკვლელებს სასჯელი შეუმსუბუქონ ან აარიდონ, მაგრამ არ გამოუვათ“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს რამდენიმე პირმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მდინარეში გადაადგო. ცხედარი მაშველებმა 2020 წლის 21 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

სასამართლოს შემდეგი სხდომა 16 მაისს გაიმართება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნანაუკა ჟორჟოლიანი თანამშრომელს ეძებს

🔵„ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება! იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!“ – გიორგი ფხაკაძე

🔵„3 მაისი განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და უძლიერეს ენერგეტიკულ დღედ ითვლება“ - ქეთი ოდიშელი