Digest Logo

დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გაიმართავს

1651730114
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დღეს, 19:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობის  ადმინისტრაციასთან აქციას გაიმართავს. 

ოჯახის წევრები  მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

ოჯახი მოქალაქეებს, ემიგრანტებს, ყველას მიმართავს, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, დაეხმაროს მათ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაში.

„აქცია იქნება, იმისთვის, რომ გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმა, მივმართავ, ასევე, ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაგვიდგნენ გვერდზე შეძლებისდაგვარად, ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე“, - აცხადებს სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი.

ცნობისთვის, 27 აპრილს საჯაროდ გახდა ცნობილი ექიმების პოზიცია, რომლებიც ერთხმად და ცალსახად მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას შესაბამის კლინიკაში. მთავარი ფაქტორი, მედიკოსების მტკიცებით, რომელმაც უნდა შეცვალოს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საკვების მიღების დაწყებაში დაეხმაროს, სტრესული გარემოს შეცვლაა. კონსილიუმის წევრები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოწოდებით საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავენ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.