
ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„გურიანიუსის“ ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილს მართავდა, დაიღუპა. ამავე ინფორმაციით, ასევე დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც მრავლობითი დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.