
მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, მანქანის გადასწრების გამო, მომღერალმა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი ამბობს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ კი თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?! - ყველამ მითხრა, რომ მოვიმატე - საერთოდ არაფრის ხალისი აღარ მქონდა“ - ნიკა ქავთარაძე
🔵„მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს“ - დღის რჩევა