Digest Logo

„ვისაც არ ჰყავს ბავშვი, სამი რამ უნდა ვურჩიო...“ - შალვა ამონაშვილის მიმართვა მომავალ დედებს

1648138534
პედაგოგი შალვა ამონაშვილი

​აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი მომავალ დედებს რჩევებს უზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი  ავრცელებს.

ამონაშვილის თქმით, მომავალმა დედებმა უფალს სამი რამ უნდა შესთხოვონ.

„ვისაც არ ჰყავს ბავშვი, სამი რამ უნდა ვურჩიო. უნდა შეხედო ცას და უნდა სთხოვო:

უფალო, ოღონდ ბავშვი გამომიგზავნე და მე სამ რამეს გავწირავ.

იმდენი დრო მექნება, რამდენიც უნდა ბავშვის აღზრდას, მთელი ცხოვრება რომ მომთხოვოს, მივცემ მთელ ცხოვრებას და არასდროს ვიტყვი, დრო არ მყოფნის, რომ ბავშვი გავზარდო-მეთქი.

იმდენი სიყვარული მექნება, რომ ბავშვი შიგნით ჩაიძირება.

მექნება სუფთა სიყვარული, როგორიც შენ გინდა, იმ ​სიყვარულში ჩავძირავ ჩემს შვილს, ამასაც გპირდები, უფალო.

იმდენი მოთმინება მექნება, რამდენიც შენ გაქვს, რომ ბავშვი არ დავაზიანო ჩემი გაღიზიანებითა და მოუთმენლობით.

ის ხომ შენი შვილია და ჩემთან გყავს მობარებული.

ეს ბავშვი უნდა ჩაგაბარო უკან.

საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, როდესაც ზღვარზე ხარ და უნდა აფეთქდე, მაშინ უნდა შეიკავო თავი.

თუ თავს ვერ შეიკავებ, ატირდი მაინც, დაეცი მუხლებზე და უთხარი შვილებს: „მაპატიეთ, მოდით მაკოცეთ, რომ ადამიანი გავხდე მე.“

მოტევება სთხოვეთ თქვენს შვილებს. მათ უნდა დაინახონ, რომ თქვენც ადამიანები ხართ“, - ამბობს შალვა ამონაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ხალხს, ვინც სხვისი დახმარებისთვის სამუშაოს ვერ ტოვებს“ - ფარმაცევტი ხარკოვიდან

🔵უკრაინაში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

🔵„წინააღმდეგობრივი, ერთმანეთის გამომრიცხავი მოვლენების დღეა, ამიტომ არ ღირს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება“ - ცაგარელის რჩევა