Digest Logo

🎥 უზარმაზარი სასახლე, ყვითელი ლამბორჯინი და 44 მილიონი წლიური შემოსავალი - რამზან კადიროვის ქალიშვილის მდიდრული ცხოვრება

1651838375
ჩეჩნეთის პრეზიდენტი კადიროვი

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ სტუმრობს ის ქალიშვილს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ, აიშათ კადიროვას. მდიდრული სახლის წინ გაჩერებულია ყვითელი ფერის Lamborghini Urus, რომელიც სახელმწიფო მოხელის დეკლარაციაში აღნიშნული არაა.

www.kavkazr.com-ის ინფორმაციით, აიშათ კადიროვას შემოსავალი წინა წელთან შედარებით 50-ჯერ გაიზარდა და წელიწადში 44 მილიონი რუბლია. 

დეკლარაციის თანახმად, მისი ქმრის საკუთრებაშია Лада 210740, რომელიც 200 ათასი რუბლი ღირს.

კადიროვას 1617 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სასახლის ღირებულება 50 მილიონ რუბლზე მეტია. რაც შეეხება მის მეუღლეს - ვისხან მაცუევს, რომელიც მეუღლესთან მუშაობს, ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახელფასო შემოსავალი უფიქსირდება და ნახევარ მილიონს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, აიშათ კადიროვა ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაშია და აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის მეთაურს და მის ოჯახს სანქციები 2020 წლის ივლისში დაუწესა.

 

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ღმერთო, რა დამავიწყებს ამ კადრს და ნიკას სიტყვებს დღეს სიონში...“ - ლიკა ყაზბეგის ემოციური პოსტი

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი