Digest Logo

🎥 „უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუარებში ვახსენებ ამ ამბავს - მეთქი...“ - როგორ გადაარჩინეს უკრაინელებმა საქართველო 1993 წელს

1643194652
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე 1993 წელს, სამოქალაქო ომის პერიოდს იხსენებს, თუ როგორ გადაარჩინეს უკრაინელებმა საქართველო.

სამოქალაქო ომის დეტალებს ედუარდ შევარდნაძე იხსენებდა ჟურნალისტ თომა ჩაგელიშვილთან ინტერვიუში.

„ძალიან შეგვავიწროვეს თავის დროზე დასავლეთ საქართველოში ზვიადის მომხრეებმა. დაიკავეს სენაკი, ზუგდიდი. ამ დროს, მე მოსკოვში ვიყავი და ელცინთან უკმაყოფილება მომივიდა. გადახაზა რუკა და მითხრა: “აქეთ შენ იყავი, იქით ისო“.

რომ ჩამოვედი ფოთი აღებული იყო, დაუკავებიათ რუსებს, ჩეჩნებს… ადგილზე პატარა ქართული რაზმი იყო, საცოდავი ბიჭები შეშინდნენ და ტყეში გაიქცნენ, გადარჩნენ.

ამ საკითხზე ელცინისგან სასიკეთო რომ ვერაფერი მივიღე, დავურეკე უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ კრავჩუკს. ვუთხარი, X-XII საუკუნიდან ვმეგობრობთ, ლავრა რომ ქართველებმა მოხატეს.. შევახსენე ჩვენი ისტორია.

ვუთხარი: ფოთი დავკარგეთ, მატარებლები და შესაბამისად პროდუქტები ვერ შემოვა, ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. ვუთხარი, რომ მერე ბათუმის დაკავებასაც აპირებდნენ. ასე ვუთხარი კრავჩუკს – ჩვენი მეგობრობის გულისთვის თუ რამე შეგიძლია მომეხმარე.

- რა შემიძლია?

- ფლოტი გამოგზავნე და როგორც კი მოუახლოვდება ფოთს, ესენი შეშინდებიან და აიკრავენ გუდა ნაბადს.

- ელცინს ხომ არ დაურეკავ, ხომ არ შეგიძლია?

- ვერა, ისეთი რამ მითხრა ვერ დავურეკავ.

ამ საუბრის შემდეგ, საათ-ნახევარში დამირეკა და მითხრა, ადმირალს მივეცი განკარგულება და ხვალ საღამოს, ან უკიდურეს შემთხვევაში ზეგ დილით ფოთში იქნება ფლოტიო“,- ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები

🔵„მეც არ მემეტება პატარა ბავშვები ორგანოების სავაჭრო ქსელში, მაგრამ გეუბნები რამეს?“ - სკანდალი გრძელდება

🔵„მემუქრები? გამოგიქვეყნებ ფოტოებს, შე ძონძო ბავშვო...“ – ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას შვილს დაუპირისპირდა

🔵„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შეთანხმება მასთან...“ - რას ამბობდა ალექსანდრა პაიჭაძე საყვარელ მამაკაცზე რამდენიმე თვის წინ

🔵„ვაპატიოთ ახლა დათოს Mildlife crisis აქვს...“ - ფარულავას სკანდალური კომენტარი მარიამ კუკუნაშვილის პოსტზე