Digest Logo

„ტყვია გულში მოხვდა...“ - რაჭაში სკოლის მოსწავლემ თანატოლი სანადირო თოფით მოკლა - რა მოხდა თლუღის ტყეში?

1652605806
ლენტი ავარია

15 წლის სკოლის მოსწავლემ, ერთი წლით უმცროსი მეზობელი, მამის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფით ტყეში მოკლა. ოჯახი ბურუსით მოცული მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვს.

შემთხვევა 26 მარტს, შაბათს, ქვემო თლუღის ტყეში მოხდა, 14 წლის ბიჭს, ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი.

პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს, რადგან საგამოძიებო უწყება თვლის, რომ ეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა იყო. 15 წლის მოზარდი, მოკლულის დასაფლავების დღეს გამოუშვეს ციხიდან, საქმეზე კი მისი მამა დააკავეს. ზრდასრულ კაცს, იარაღის შენახვის წესის დარღვევის გამო დააკავა.

რას შეეწირა სკოლის მოსწავლე და როგორ განხორციელდა სასიკვდილო გასროლა სანადირო თოფიდან ამ კითხვებზე ოჯახის მტკიცებით მათთვის საგამოძიებო უწყებას პასუხი არ გაუცია. მოკლული ბავშვის მშობლებს აქვთ ვერსია რომ მათი შვილი თანასოფლელმა არასრულწლოვანმა ან განზრახ მოკლა ან ტყეში მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც გასროლით დასრულდა.

ირკვევა ისიც, რომ მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, იარაღი სახლში წამოიღეს და სავარაუდოდ გაწმინდეს.

მოკლულის დედა ამბობს, რომ მკვლელობისთვის დაკავებულის მამამ სანადირო თოფითადან მეორე ტყვია გადაადგო. მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი სატელევიზიო ინტერვიუზე უარს ამბობს. ბავშვის დედა აცხადებს რომ მისი შვილის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 „ჩემი მარტო პაპა, მიდის დასასრულისკენ. იმედი მაქვს, ძალიან არ იწვალებს“ - გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🔵„შეიძლება მოიტანოს ტანჯვის მომენტები“ - მთვარის დაბნელება და მოსალოდნელი ცვლილებები გიორგი ლობჯანიძისგან

🔵„ბევრი მეკითხება და აქ დავწერ“ - ცნობილია, როდის გამოცხადდება ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება