Digest Logo

„სამუდამო პატიმრობა ქალების მკვლელებს!“ - რა ინიციატივით გამოდის ჟურნალისტი

1686121380
ნინჩო ჯიბლაძენინჩო ჯიბლაძე

ორი დღის წინ ყოფილი ქმრის მიერ 27 წლის ქალის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა. 

ჟურნალისტი ნინჩო ჯიბლაძე ფემიციდის ფაქტს ეხმაურება და ინიციატივით გამოდის:

„უვადო პატიმრობა ყველა მოძალადეს, ვინც ქალს მოკლავს და ან სიკვდილამდე მიიყვანს. უმოწყალო უნდა იყოს ჩვენი კანონი მოძალადე კაცების მიმართ  

დილიდან სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი, ვინ იცის რამდენს აწამებდა 1996 წელს დაბადებულ პატარა უსუსურ გოგონას ეს არაადამიანი. ბოლოს კი თოკით გაგუდა, მანქანაში პატარა გოგო. მერე საბარგულში ჩადო და ხევში გადააგდო.

ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტის ბრალია და თუ მოვინდომებთ, მართლა შემცირდება ყველა რიცხვი:

უცნობი ავტორის პოსტი:

ყოველ სამ მოკლულ ცოლზე საქართველოში მოდის:

10 კარის მეზობელი - "კი გვესმოდა შვილო ჩხუბი და წივილ-კივილი ეს ბოლო წლებია, მაგრამ რა ვიცოდით.."
15 უბნის ბირჟავიკი - "არა ეხლა ეგ ოჯახის საქმეა და ჩვენ ვერ ჩავერეოდით.."
20 პატრულის თანამშრომელი - "აღარ ვიზამო გვპირდებოდა, ხელწერილიც დაგვიწერა და ანუ მოკლა მაინც?"
30 ბიჭის ნათესავი - "მშვენიერი ბიჭი იყო და რავიცი, ბავშვობიდან უწესიერესი.. ცოტა ძნელი ხასიათი ჰქონდა, ეტყობა რაღაცა ვერ მოითმინა, ხო იცით კაცის ამბავი.."
30 გოგოს ნათესავი - "კი მოდიოდა ხოლმე დალურჯებული მარა ვეუბნებოდით მა როგორ გინდაო, პრობლემები ყველა ოჯახშია.."
10 ბიჭის ძმაკაცი - "აუ მაგან ეტყობა გაჭედა რაღაცაზე თორე აი მაგრა უყვარდა რაა, იმენა ბავშვობიდან გიჟდებოდა, შვილების დედაა ტო რას ლაპარაკობ.."
10 გოგოს დაქალი - "ვაიმეეე, რას ამბოობთ, ძაან უყვარდათ ერთმანეთი აი ძაან, ნუ ის პროსტა ცოტა ეჭვიანი იყო და რაღაცებს უკრძალავდა ხოლმე.. აი მოკვლას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი.."
1000 მღვდელი - "მკვლელობა კი ცოდვაა, მაგრამ მაგაზე დიდი ცოდვა იცით რა არის?! ცოლი რომ ქმარს არ უჯერებს შვილო.."
150 პარლამენტარი - "ფემიციდი რა შუაშია?"
200 მედიასაშუალება - "ექსკლუზივი: ნახეთ როგორ ფოტოებს დებდა მოკლული ცოლი ფეისბუქზე და რაზე მოუვიდათ ბოლო კონფლიქტი ცოლ-ქმარს"
2500 ფეისბუქ ფრენდი - "უმიზეზოდ რატო მოკლავდა კი მაგრამ? რაღაცა მოხდა ეტყობა.."
5000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდი - "რას მიყვებოდა ცოლად რომ მიყვებოდა? ეფიქრა წინასწარ"
10,000 ფეისბუქ ფრენდის ფრენდის ფრენდი - "რა ქალზე ძალადობა? ერთი და ორი შემთხვევით ნუ ვიმსჯელებთ რა ძალიან გთხოვთ, ამ ქვეყანაში რა რა და ქალის პატივისცემა ნაღდად არ გვეშლება!"
50,000 ფეისბუქ ექაუნთი - "და კაცებს რო კლავენ მაშინ რატო არ ყვირიხართ?"
200,000 ფეისბუქ ექაუნთი - "მოიქეცით წესიერად და არ მოგკლავენ"
...
თუ ყველანი მოვინდომებთ - ყველა რიცხვი შემცირდება“, - წერს ჟურნალისტი.

ამავე თემაზე:

🔵 🎥 ვინ არის კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ შემზარავ ფაქტზე

🔵 „გოგომ დაწერა რამეს ხომ არ მირჩევთ, რა ვქნათო... დღეს ყოფილი ქმრის მიერ გაგუდული და ხევში გადაგდებული იპოვეს“ - ნინია კაკაბაძე

🔵 „აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები, რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო მოთავსებული“ - ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი