
19 იანვარს ნათლისღებაა. ამასთან დაკავშირებით, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს და მშობლებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს.
ასევე, ის საუბრობს თუ რა პასუხისმგებლობებს იღებს ნათლია ნათლულის წინაშე და რა ნიშნით უნდა მოხდეს ნათლიის შერჩევა.
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევაა იმისი, რომ ნათლიას მატერიალური მხრივ, ცნობილ ადამიანებს ირჩევენ. ეს არასწორად დანათესავებაა. ნათლიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და საერთოდ, ეს წესი, ბევრი ნათლიის, მარტო ჩვენს ეკლესიაშია. 5-6-7 ნათლია სხვაგან არ არსებობს. ეს ფორმა 20-30 წლის წინ დამახინჯდა. 5-6 ნათლია ჩვენს ეკლესიაში მიუღებელია. ჩვენს ეკლესიებში ეს დღემდე დადგენილი არ არის.
წესით, 2 ნათლიის მეტი არ შეიძლება. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ადამიანი უნდა იცნობდეს საკუთარ ნათლიას. ნათლია-ნათლულობა უდიდესი კავშირი, ეს არის სულიერი მშობლობა და შვილობა. ეს ნათესაურ კავშირზე უდიდესია“ - ამბობს მამა შალვა კეკელია.
ასევე დაგაინტერესებთ: