Digest Logo

როდის და რატომ არ შეიძლება სარკეში ჩახედვა - სარკის მაგია

1652374697
ხით გაფორმებული სარკე

მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში სარკესთან დაკავშირებით უამრავი ცრურწმენა არსებობს, რომლებიც ბევრ რამეში ჰგავს ერთმანეთს და ბევრითაც განსხვავდება. თუმცა აქვთ მთავარი საერთო: სარკე ძლიერ ენერგეტიკას ფლობს, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

სარკეში არ უნდა ჩაიხედოთ მაშინ, როცა ტირით

საქმე ისაა, რომ სარკეს აქვს უნარი, აღიქვას და გადასცეს ინფორმაცია, შეიწოვოს სიტყვებისა და ემოციების ენერგია, რომლებსაც წარმოთქვამს ან განიცდის ადამიანი მასში ცქერისას. შესაბამისად, როდესაც აცრემლებული ადამიანი სარკეში იხედება:
 
სარკე იმახსოვრებს მის ცრემლებს, რაც შესაძლოა დამღუპველად აისახოს ადამიანის მომავალზე, ანუ, როგორც ძველები ამბობდნენ, გამოიტიროს საკუთარი ბედი;
 
ამ დროს ადამიანი სარკეს აძლევს თავის სასიცოცხლო ენერგიას, რაც უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე;
 
სარკის ზედაპირი იმახსოვრებს და ოჯახის სხვა წევრებს გადასცემს დამახსოვრებულ სიმძიმეს.
ამბობენ, რომ ყველაზე სახიფათოა, თუ სარკეს ცრემლის წვეთი დაეცემა, ვინაიდან ამ დროს ადამიანის ბიოველში ბზარი ჩნდება.

სარკეში არ უნდა ჩაიხედოთ ღამით

ხალხური რწმენით, ღამით სარკეში ჩახედვა კატეგორიულად იკრძალება, განსაკუთრებით, შუაღამიდან განთიადამდე პერიოდში.

მიიჩნევა, რომ ამ დროს სარკის ენერგეტიკა ერთიორად ძლიერი ხდება და ამიტომ მის ზედაპირს შეუძლია ადამიანს ჯანმრთელობა და სასიცოცხლო ენერგია „გამოსწოვოს“.არასდროს ჩაიხედოთ გატეხილ სარკეში

ამბობენ, რომ თუ ადამიანი გატეხილ სარკეში ჩაიხედავს, სარკე „შეეცდება“ შელახული ენერგეტიკა მასში არეკლილი გამოსახულების ხარჯზე აღიდგინოს. ამის გამო ადამიანებს უფუჭდებათ განწყობა, სუსტდებიან და მძიმედაც კი ავადდებიან.

არ ჩაახედოთ სარკეში ერთ წლამდე ბავშვი

ხალხური ცრურწმენით, ერთ წლამდე ბავშვის ენერგეტიკა ძალიან სუსტია, ამიტომ სარკე მარტივად და დიდი რაოდენობით იწოვს პატარას ენერგიას, პრაქტიკულად ბოლომდე შთანთქავს მარაგს. ეს კი მის ჯანმრთელობაზეც აისახება და ბედ-იღბალზეც.

შესაბამისად, მშობლებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისთვის, რომ ბავშვმა არც თავად მიაღწიოს სარკემდე და არც თავად მიაკარონ მას.

არ უყუროთ საკუთარ ანარეკლს დიდხანს

რაც უფრო დიდხანს იყურებით სარკეში, მით მეტი სასიცოცხლო ენერგია მიაქვს მას თქვენგან. მით უმეტეს, ავადმყოფობისას, როდესაც ადამიანის ენერგეტიკა ისედაც დასუსტებულია. წინაპრების რჩევით, ასეთ დროს ჯობს საერთოდ არ გაეკაროთ სარკეებს, თორემ თავს კიდევ უფრო ცუდად იგრძნობთ.

რაც საინტერესოა, სარკე, თურმე, „დიდი ხალისით“ შთანთქავს ქალურ ენერგიას, რის გამოც სპეციალისტები ქალბატონებს ურჩევენ, შეძლებისდაგვარად ნაკლები დრო მოანდომონ გაკოხტავებას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

🔵„გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და წინდახედულობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას“ - მიხეილ ცაგარელი

წყარო: sputnik-georgia.com