Digest Logo

რატომ გახდა ელექტროსკუტერი მთელს მსოფლიოში ასეთი პოპულარული?

1603725068
ბიჭი სკუტერით

დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს გადაადგილებისთვის სჭირდება, ერთ პატარა აპარატშია ჩატეული, რომლის წონაც სულ რამოდენიმე კილოგრამია და 7800 ამპ/სთ ტევადობის, პატარა აკუმულატორით თამამად გაივლით რამდენიმე ათეულ კილომეტრს.

ეს თვითგორია ელექტროდივაისი სწრაფად იმკვიდრებს თავს, როგორც გადაადგილების ღირსეული საშუალება.

თანაც, ელექტრო სკუტერი არა მხოლოდ მოწყობილობა, არამედ უკვე ცხოვრების სტილი ხდება.

ამ ტრანსპორტის პოპულარობა „სილიკონის ველიდან“ დაიწყო, სადაც დღეს ელექტროსკუტერით გადაადგილდებიან მსოფლიოში ცნობილი SEO-კომპანიების გენერალური დირექტორები, სოლიდური ადამიანები... მათ იციან როგორც ფულის, ისე დროის ყადრი...

ამ გაჯეტის პოპულარობის მიზეზად, გარდა მისი სიმარტივისა, შეიძლება ბევრი რამ მივიჩნიოთ, რაც უკვე პრაქტიკაშიც გამოიცადა:

ელექტროსკუტერი - ეს შესანიშნავი ჰობია;

ელექტროსკუტერის მართვას ადვილად ისწავლით;

ელექტროსკუტერი - მშვენიერი სახეობაა ოჯახური გართობისთვის. მისი მართვა შეუძლიათ ბავშვებსაც, მშობლებსაც და ბებია-ბაბუებსაც;

ელექტროსკუტერი - ეკოლოგიური ტრანსპორტია. მას არ სჭირდება საწვავი და, ესე იგი, არ აბინძურებს გარემოს;

... თანაც, საწვავი ხომ სისტემატურად ძვირდება;

skuteri_o_h.jpeg

ელექტროსკუტერს არ სჭირდება „გარაჟი“ და არც საპარკინგე ადგილი; ის შესანიშნავად მოთავდება თქვენი ბინის აივანზე ან ჰოლში;

ელექტროსკუტერით მოძრაობისთვის არ გჭირდებათ მართვის მოწმობა;

ელექტროსკუტერით სეირნობა 3 წლის ასაკიდან შეიძლება, ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული;

არ დაგჭირებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი;

და აღარც საცობების გამო მოგიწევთ ნერვიულობა;

ელექტროსკუტერი შეგიძლიათ წაიღოთ მოგზაურობაში, განსხვავებით ველოსიპედისგან;

არსებობს ელექტროსკუტერების ათასგვარი მოდელი: გოგოებისთვის გლამურული დიზაინით, მინიმალისტური, თვითგორიები დიდი ბორბლებით და სამბორბლიანი სახეობებიც, ასევე - ელექტროსკუტერები უგზოობისთვის;

ელექტროსკუტერი თვითგამოხატვის საშუალებაცაა - იგი შეგიძლიათ მოხატოთ თქვენი გემოვნებით, გადაღებოთ ან, სულაც, სტიკერებით ააჭრელოთ;

ელექტროსკუტერით მოძრაობისას თითქმის არ ოფლიანდებით;

თუ დაგჭირდათ, შეგიძლიათ მეტროში ჩაიტანოთ ან ავტობუსში აიტანოთ;

ნაწილები და გარემონტება არ ღირს ძვირი;

...თუმცა, სწორი ექსპლუატაციის პირობებში გარემონტების პრობლემა არც კი შეგაწუხებთ, თუკი მოძებნით სანდო მომწოდებელს - მაგალითად, საიტზე hoverbords.ge.

ელექტრო თვითგორია - შესანიშნავი ტრენაჟორია: გეხმარებათ, დააგდოთ ზედმეტი წონა, ტონუსში მოიყვანოთ ფეხის კუნთები და გაიმკვრიოთ დუნდულები;

ელექტროსკუტერი ზამთარშიც შეგიძლიათ მოიხმაროთ - დიახ, არსებობს ასეთი მოდელებიც;

ელექტროსკუტერი იდეალური საჩუქარია ძვირფასი ადამიანისთვის;

ელექტროსკუტერით ძაღლის სასეირნოდ გაყვანაც აღარ დაგეზარებათ;

ელექტროსკუტერიდან ჩამოვარდნა არ არის ისეთი სახიფათო, როგორც ველოსიპეტიდან ან, თუნდაც, გორგოლაჭებიდან;

შეგიძლიათ, თქვენს ელექტროსკუტერს ნებისმიერი სახელიც კი უწოდოთ - მაგალითად, ფერარი... და თქვათ, რომ ფერარით დადიხართ... :)

akhalgazrda-kali-leptoptan_o_h.jpeg

ამ დივაისის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ შეუძლია შედარებით მაღალი სიჩქარის განვითარება - 25-35 კმ/სთ და საკმაოდ უსაფრთხოა.

ელექტროსკუტერი - ეს არის სისწრაფისა და უსაფრთხოების იდეალური ბალანსი.
ადამიანი ელექტროსკუტერის საკმაოდ ფართო და მყარ პლატფორმაზე თავს იმაგრებს საჭის ორის სახელურის მეშვეობით და არა - საკუთარი ბალანსირების უნარით. ამიტომაც, ელექტროსკუტერის მართვა მარტივია იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ველოსიპედს ვერ ატარებს.

დაბოლოს, დასკვნის სახით: ელექტროსკუტერი მარტივი, სწრაფი, უსაფრთხო და ძალიან მოხერხებული ტრანსპორტია!