Digest Logo

პატრიარქის სიძე, ნაცემი სტიქაროსანი, კავშირი ბაჩო ახალაისთან და ილია II-ს მკვლელობის მცდელობის ბრალდება - სოსო ოხანაშვილის სკანდალები

1628255208
სოსო ოხანაშვილი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი ბევრ სკანდალში გაეხვია, რის შესახებაც გიამბობთ.

როგორც რესპონდენტები ამბობენ, ოხანაშვილი მოძალადე იყო და იმდროინდელ მთავრობის მესვეურებთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, შეკრული.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ოხანაშვილზე:

– რატომ „გერჩით” ასე, „ციანიდის საქმის“ მოწმე. რა ურთიერთობები გქონდათ მასთან იქამდე, სანამ ეს სკანდალი გახმაურდებოდა?

– მე მქონდა ახლო ურთიერთობა სოსო ოხანაშვილის ოჯახთან. ბავშვობიდან ვმეგობრობდი მეუფესთან, სანამ ის სასულიერო პირი გახდებოდა, მის და-ძმასთან. ვმეგობრობდი სოსოს სიდედრთან. სოსო ოხანაშვილის გამოჩენას ამ ოჯახში, თავიდანვე ეჭვის თვალით შევხვდი. მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლება, მხოლოდ ჩემი ეჭვი იყო და მეტი არაფერი. ადამიანი, რომელიც თვალებში ვერ გიყურებს და ვერ გესალმება მაშინ, როცა იცის, რომ შენთვის ის ოჯახი, რომლის წევრიც გახდა, ძალიან ძვირფასია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. სოსო მე თავს მარიდებდა, გამირბოდა, რაც, როგორც ჩანს, ხდებოდა მისი როლიდან გამომდინარე, რომელიც უნდა შეესრულებინა, როგორც ამ ოჯახის, ასევე მთელი საპატრიარქოს წინაშე.

ეჭვი უკვე აღარავის ეპარება იმაში, თუ რას აშავებს დღეს სოსო პატრიარქისა და საქართველოს წინაშე. ამიტომაც ვფიქრობ, დღეს ქვეყნის დაცვა სიმართლის თქმაა. სიმართლე კი ის არის, რომ სოსო ოხანაშვილი იმართება კიევიდან და უშუალოდ, მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც ცდილობს, ამ ყველაფრით იხეიროს და თავის მიზანს მიაღწიოს.

დასამალი აღარაა და თვითონ სოსოც, ალბათ, აღარ მალავს, რომ ის „მწვანე ბერეტის” მფლობელია. ეს არის ორგანიზაცია, რომლის ფუნქციაა, ხელისუფლებების შეცვლა, გადატრიალების მოწყობა, მოწამვლა, მკვლელობები, ტერორისტული აქტები და ასე შემდეგ.

დეკანოზი გრიგოლი (გოგიჩაძე) ოხანაშვილზე:

პატრიარქის გარემოცვის მხრიდან დამოკიდებულება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ შეიცვალა.

– ჩემი პრობლემები პატრიარქის გარემოცვასთან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც მე ირინა ენუქიძის მოძღვარი გავხდი. მხარში ამოვუდექი მას და ვცდილობდი, უწმიდესთან შემეხვედრებინა, რადგან შვილმოკლულ დედას ძალიან სჭირდებოდა პატრიარქთან სიახლოვე.

სოსო ოხანაშვილმა და ალეკო თოდუამ პატრიარქი არც ირინას პანაშვიდზე გაუშვეს და არც დაკრძალვაზე, მისი სამებიდან გამოსვენება მინდოდა, მაგრამ არც ამის საშუალება მომცეს. სხვა მხრივ მე არანაირ საშიშროებას არ წარმოვადგენდი ვინმესთვის. მაგრამ, ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე თავდასხმა და მუქარები. დამიწვეს სახლი ვარიანში, დამიწვეს ფერმის შენობა. წამართვეს ჩემი აშენებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია... მაშინდელი თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და მისმა სპეცსამსახურებმა ბევრჯერ სცადეს შევეშინებინე და ტაძრის მშენებლობაზე უარი მეთქვა. ტაძრის მშენებლობა 2007 წლის გაზაფხულზე, სანდროს სულის საცხონებლად დავიწყეთ მე და ქალბატონმა ირინამ.

მაშინდელი ქალაქის მერი გიგი უგულავა და მისი სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არავის გაეღო შესაწირი და ტაძარი დროულად ვერ ამეშენებინა. მაგრამ, ღვთის შეწევნით, ეს მაინც შევძელი და ავაშენე.

ყველაფრის უკან კი, რაც თავს გადამხდა, ყოფილი სპეცრაზმელები – ძმები თოდუები და სოსო ოხანაშვილი იდგნენ. ალეკო თოდუა და სოსო ოხანაშვილი უბრალო შესამოსელით შემოვიდნენ ეკლესიაში, მაგრამ ნაციონალების მმართველობის დროს აღზევდნენ და დღეს უკვე საპატრიარქოს აშანტაჟებენ.

არასდროს დამავიწყდება როგორ დაუმტვრია თავ-პირი და სისხლი ადინა სამებაში მსახურების დროს სოსო ოხანაშვილმა ერთ გაჭირვებულ ბიჭს, სტიქაროსან სოლომონს, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ბიჭი პატრიარქს მის დაუკითხავად მიეახლა. ხელზე ეამბორა და დალოცვა სთხოვა.

მაგის შიშით ირგვლივ ვერავინ სუნთქავდა და ძალიან მიკვირს, ასეთ პიროვნებად როგორ ჩამოყალიბდა ადამიანი, რომელიც ერთ დროს საპატრიარქოში „ცხვრის ქურქით“ მოვიდა. შემდეგ პატრიარქის ძმის შვილიშვილზე დაქორწინდა და მოგვიანებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსობასთან ერთად, ბაჩო ახალაიას მრჩეველი გახდა. ამ თანამდებობას მის დაპატიმრებამდე ინარჩუნებდა. 2 000 ლარი ჰქონდა ახალაიასთან ხელფასი... და ასე, ნელ-ნელა, სითავხედის ყველა რეკორდი მოხსნა.

ტერორისტები პატრიარქის სახლში

პატრიარქის სახლში 2016 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა. მათ თურქი სამართალდამცველები ეძებდნენ. სკანდალურ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებდა.

სოსო ოხანაშვილმა სკანდალური ისტორიის დეტალები ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე გააჟღერა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ილია მეორეს სახლში თურქეთის ძებნილი მოქალაქეები პატრიარქის დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ისიც დაადგინეს, რომ უწმინდესის რეზიდენციაში ისინი, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ დააბინავეს.

უცნობია, დაკითხეს თუ არა სამართალდამცველებმა ამ საქმეზე გიორგი ანდრიაძე ან შორენა თეთრუაშვილი. სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ პატრიარქის სახლში თურქეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი პირების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ქართველ სამართალდამცველებს ჰქონდათ.

სოსო ოხანაშვილი ჰყვება, რომ პატრიარქის პირად რეზიდენციაში რამდენიმე თვის განმავლობაში, თურქეთის ძებნილ მოქალაქეებს შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე ისე მალავდნენ, რომ ილია მეორემ არაფერი იცოდა. მის სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია კათალიკოსს ოხანაშვილმა მიაწოდა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, ძებნილი პირები მისი სახლიდან დაცვის სამსახურმა 2016 წლის აპრილში გაიყვანა.

გერმანიაში გამგზავრება

2017 წელს ოხანაშვილი გერმანიაში გაემგზავრა. სოსო ოხანაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცა.

საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ილია მეორეს დაცვის ყოფილი უფროსი ბრალდებული დეკანოზის თანამზრახველია. ირაკლი მამალაძე ამტკიცებს, რომ სოსო ოხანაშვილისა და დაცვის სამსახურის სხვა წევრების მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და მათ წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ურთიერთობა ტრანსგენდერთან, ჯადოების კეთება და მისი მკვლელობის მცდელობა - შორენა თეთრუაშვილის სკანდალები

23 წლის ასაკში ძალით გათხოვება, ეშმაკის განდევნის ძალა, სასიკვდილო ჯადოების მოხსნა და აბორტისთვის განწირული ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა - დედა ანას პორტრეტი

ოჯახის მიტოვება, „ძველბიჭობის“ მცდელობა და რექტორობა - მეუფე ნიკოლოზის უცნობი ამბები