Digest Logo

„კვარაცხელია ისევ არ ჰგავს თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავებს... თმა აჩეჩილი აქვს, რომანტიკოს პოეტს ან მონდომებულ პოლიტოლოგიის სტუდენტს ჰგავს“ - New York Times-ის ჟურნალისტი

1678799902
ხვიჩა კვარაცელია

„დედამიწას ფეხბურთი ატრიალებს“ - თქვა ერთხელ ქართველმა კომენტატორმა ფეხბურთის მხატვრის - კვარავაჯოს თამაშის დროს. მართლა, ეს ის სპორტია რასაც ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და დღემდე დაობენ „მესი თუ რონალდო“. თუმცა ხომ იცით „დრონი მეფობენ და არა მეფენი“, ჰოდა, მესის, რონალდოს, პიკეს, ინიესტას და მბაპეს სახელები - ხვიჩა კვარაცხელიათი ჩანაცვლდა. დღეს ქუჩაში მოთამაშე ბავშვები დასწრებაზე არიან - ვინ იქნება კვარა და ყოველი გოლის გატანის შემდეგ ღრიალებენ: „ხომ ვამბობდი, კვარა ვარ-თქო“...

🎥 „ღმერთის საჩუქარი მსოფლიო ფეხბურთს!“ - მოძრაობების ცრუ კასკადი და ბედნიერი ქომაგები - რას წერენ სოცქსელში კვარადონაზე?

ამ ზღაპრის თავად ფეხბურთის მეზღაპრესაც - ხვიჩა კვარაცხელიასაც არ სჯერა. მასთან ინტერვიუ New York Times-ის ჟურნალისტმა - რორი სმიტმა ჩაწერა, სადაც ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ხანდახან თავადაც ვერ იჯერებს რა ხდება მის გარშემო.

„ევროპული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი საკმაოდ მორიდებულია. ბოლო 9 თვის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა ის, რომ არ არსებობს არაფერი, რაც მას წონასწორობიდან გამოიყვანს. მისთვის ყველაფერი ისე შეუფერხებლად წარიმართა, რომ ხანდახან თავადაც კი იყო გაოგნებულია.

მას შემდეგ რაც აქ ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია...“ - ამბობ კვარაცხელია.

„ტრაექტორიები, რომელსაც კვარაცხელია ხაზავს, თანამედროვე ფეხბურთში აღარ არსებობს. აღარ არსებობს შუაღამის სენსაციები. ახალგაზრდა ფეხბურთელებს 10 წლის ასაკში აგენტები ჰყავთ, 12 წლიდან ფეხსაცმელების კომპანიასთან დებენ კონტრაქტს, 14 წლიდან კი „იუთუბის“ ვარსკვლავები ხდებიან.

ქართველის შემთხვევაში ასე არ მოხდა. ის 21 წლამდე რუსეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდში, ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. ეს არ არის ისეთი გარემოება, საიდანაც შესაძლებელია, რომ ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველ შემტევ ძალებს შორის აღმოჩნდეს. თუმცა ეს სწორედ ისაა, რაც მოხდა.

ნეაპოლში ჩასვლისთანავე მას გულშემატკივრები კვარადონას, ან კვარავაჯოს ეძახდნენ. საქართველოში ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ ჩარტერული ფრენები მოაწყო ნეაპოლის მიმართულებით გუნდის საშინაო მატჩებზე დასასწრებად, რათა, როცა ის მოედანზე გადის, „მარადონას“ სტადიონის ერთ პატარა კუთხეში საქართველოს დროშები სულ ფრიალებდეს.

ცხრა თვის შემდგომ, კვარაცხელია ისევ არ ჰგავს თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავებს. თმა აჩეჩილი აქვს, თუმცა ეს სულაც არ არის სტილისტის მიერ შესრულებული, წვერის გამო კი მას ჩე კვარაც კი შეარქვეს. ის რომანტიკოს პოეტს ან მონდომებულ პოლიტოლოგიის სტუდენტს წააგავს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

„მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ადამიანები ჩემს მიმართ გამოხატავენ. ვიცი, რომ ეს ქებაა, მაგრამ ასევეა მოტივაცია და შთაგონება. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა თამაშში უნდა დავამტკიცო, რომ იმის გაკეთება შემიძლია, რასაც გულშემატკივარს დავპირდი.

ის თავისუფლება, რომელსაც მოედანზე ვგრძნობ, ჩემშია. ეს იმიტომ ხდება, რომ მიყვარს რასაც ვაკეთებ. როცა ვთამაშობ, ეს რაღაცნაირად მიტაცებს. ლუჩანო სპალეტისთან თავდაპირველად კარგი საუბარი მქონდა. მან მითხრა ის, თუ რას ელოდა ჩემგან. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დაცვაში მუშაობაზე ფოკუსირებაზე, გუნდური თამაშის ნაწილისა და გუნდური სულის მნიშვნელობაზე. ეს არის ის, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

მე ფეხბურთს გულით და მონდომებით ვთამაშობ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია გონების ნაწილიც. ეს ყველაფერი მეტად ცხადი მას შემდეგ ხდება, როდესაც ვარჯიშზე ყველაფერს შეასრულებ და შეცდომებზეც ისწავლი. რა თქმა უნდა, გულით და მონდომებით თამაში კარგია, თუმცა თუ გონებას არ გამოიყენებ, ვერასოდეს განვითარდები“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი. ის ცოტა ხნის წინ იტალიის სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია, ჩემმა ევროპამ ჩემს სამ კლასელს ახალი სიცოცხლე აჩუქა“ - ლალი მოროშკინა

🔵რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი?

🔵„დღეს მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას“ - ცაგარელი

წყარო: www.nytimes.com