
ექიმი - ლევან რატიანი გადაცემა „სხვა კითხვების“ სტუმარი იყო. მან ერთ-ერთი პაციენტის შესახებ ისაუბრა.
„პირველი გადარჩენილი პაციენტი. ეს იყო პაციენტი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.
გადარჩენას არავინ ელოდა. ღამე სიარულის ძალიან მეშინია, დღემდე... მორიგეობის შემდეგ ვერ დავიძინე და ღამის 3 საათზე სიზმარი ვნახე, რომ ეს ბიჭი კვდებოდა, გავაღვიძე „ხაზეიკა“ და ვთხოვე, ცოტა გამყევი რესპუბლიკურამდე - მეთქი. რომ მივედი წნევა არ იზომებოდა, კრიტიკული იყო და მაგის მერე გადავწყვიტე, თუ ეს ვერ გადარჩებოდა მე ექიმი აღარ ვიქნებოდი... და ის გადარჩა“, - ამბობს რატიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ლამის დაიჩოქა...“ - „ბარსელონას“ მფლობელი მაკა ასათიანით მოიხიბლა - უცნობი ისტორია