
2020 წლის 23 აგვისტო, შატილის ტრაგედია... მიკროავტობუსში მჯდარი 20 მგზავრიდან 17 ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს.
მთავარი ექიმი - ლევან რატიანი გახლდათ. რატიანმა გადაცემაში „სხვა კითხვები“ სწორედ ეს უმძიმესი დღეები გაიხსენა.
მისი თქმით, ლიკა სიმონიშვილმა ამ ტრაგედიისას ერთი გოგონა დაკარგა მეორე კი უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
როდესაც კლინიკაში პაციენტი შეიყვანეს დედამ ეს სიტყვები უთხრა რატიანს: „ერთი შვილი გარდამეცვალა, ესეც უნდა მომიკვდესო? - არა რას ამბობთ-თქო. და ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში. ეს შვილი კლინიკიდან თავისი ფეხით წავიდა“.
ლევან რატიანის ამ სიტყვებს გამოჯანმრთელებული პაციენტის - ხატიას დედა, ლიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ჩემო ძვირფასო ადამიანო, ჩემო ლევანი ექიმო, როგორ დეტალებში გახსოვთ იმ საშინელი დღის ამბავი... ერთი შვილი პროზექტურაშია და მეორე თქვენთან მოიყვანეს, ესეც მომიკვდება მეთქი? ზუსტად ასე იყო....
დღეს ხატია რომ სუნთქავს და დადის ეს თქვენი დამსახურებაა, უფალმა ინდომა რომ ხატია თქვენ გადაგერჩინათ... დალოცვილი იყავით ცხოვრების გზაზე“.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ლამის დაიჩოქა...“ - „ბარსელონას“ მფლობელი მაკა ასათიანით მოიხიბლა - უცნობი ისტორია