
ბლოგერი და მოლაშქრე - ნანა აროშიძე საზოგადოებამ ტიკტოკ პლატფორმიდან გაიცნო, სადაც საინტერესო ვიდეოებს ათავსებდა. ნანას კონტენტი ძირითადად ლაშქრობა, ლაშქრობის სირთულეები და თავს გადახდენილი ამბების მოყოლა იყო.
თუმცა, როდესაც საყვარელი ადამიანი გაიცნო და დაოჯახდა მისი ვიდეოები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ახლა საზოგადოებას სოფლის ცხოვრებისეულ სირთულეებსა და სილამაზეებზე უამბობს. ის მეუღლესთან - ილო ლობჯანიძესთან ერთად რაჭაში, სოფელ ღებში ცხოვრობს. მისდევენ მესაქონლეობას და აწარმოებენ რძის პროდუქტებს.
დანარჩენ სიკეთეებზე კი თავად ნანა გიამბობთ...
ლაშქრობა
5 წლის წინ დავინტერესდი ლაშქრობით. თავდაპირველად წელიწადში რამდენჯერმე დავდიოდი მეგობრებთან ერთად. მერე ძალიან მოვუხშირე სიარულს, თითქმის, ყოველ კვირას დავდიოდი და ყველაფერი რომ შემოვიარე დავიწყე სოლო მოგზაურობა. ბოლო ერთი წელი სოფელ-სოფელ ლაშქრობით დავდიოდი და მოსახლეობასაც ვეცნობოდი...
@nana_aroshidze გულის უღელტეხილთან გამკლავების ამბავი🤭 #georgia #georgia🇬🇪 #fypシ゚viral #fyp #travel #hiker #hike #საქართველო ♬ original sound - Nana - Inthefarm
სოლო ლაშქრობის სირთულეები
ხშირად ავტოსტოპით დავდიოდი. რაჭაში რომ ვიყავი სოფლები დაცლილი იყო და მიჭირდა გადაადგილება. ზოგიერთში იმის გამო ვერ მივედი რომ მოსახლეობა არ იყო. ძირითადი შეფერხება ტრანსპორტზე მქონდა.
@nana_aroshidze #mountains #memories #fyp #foryou #georgia #global #foryou ♬ Einaudi: Una Mattina - Ludovico Einaudi
ხალხის რეაქცია სოლო მოგზაურ გოგოზე...
თავიდან ყველას უცხოელი ვეგონე, რადგან გოგო ვარ და მარტო დავდიოდი სალაშქროდ... მერე როცა იგებდნენ ქართველი ვიყავი და საქართველოს გაცნობა მინდოდა უფრო თბილად მიღებდნენ. ზოგი დარჩენასაც მთავაზობდა.
@nana_aroshidze სითბო ადამიანები🥰 #grandma #grandpa #grandparents #travel #people #peoplefromgeorgia #fyp #foryou #global #ფორიუ ♬ original sound - Nana - Inthefarm
რაც შეეხება მთას, იქ დისტანციას იცავენ უცხო რომ ხარ მაგრამ შეხვედრით მაინც თბილად მხვდებოდნენ.
რაჭაში მოგზაურობა და საყვარელი ადამიანის პოვნა
როცა ერთ-ერთ ოჯახში დავრჩი მოხუცს ვკითხე, როგორ ძლებ ზამთარში-მეთქი. თოვლი მიყვარს თეთრი და ფუმფულა, ამიტომ ვრჩები, ეგ მაძლებინებსო. ეს ისტორია არ მავიწყდება ხოლმე...
@nana_aroshidze დიდი სიახლეებით დავბრუნდი🥰 @ილო ლობჯანიძე #lovestory ♬ original sound - Nana - Inthefarm
ჰოდა, 1 თვით ასულს სულ ცუდი ამინდები დამხვდა. გეგმაში დიდი სოფლების დათვალიერება მქონდა. მაგრამ რადგან წვიმები იყო, ვერ მოვახერხე იმ ადგილების დათვალიერება. მერე მასპინძელს ვთხოვე, სოფელში ვინც საინტერესო პიროვნება იყო, ვისაც ფერმა ჰქონდა ეგეთი ადამიანი გამეცნო. მართლაც გამაცნო ახალგაზრდა ბიჭი სახელად - ილო. ის საქონელს უვლიდა. სულ რაღაც 7 წუთით გავჩერდი ისეთი ცუდი ამინდები იყო, ვიდეოები გადავიღე და უკან დავბრუნდი. ილო ინსტაგრამზე დავიმატე, თავდაპირველად დიდი კომუნიკაცია არ გვქონდა.
რამდენიმე თვის მერე, როცა სვანეთში ვიყავი მომიწია ქუთაისში წასვლა. ისე მოხდა რომ ავტოსტოპით წავედი და გავიგე, რომ ილოც ქუთაისში იმყოფებოდა. ეს დიდი დამთხვევა იყო, რადგან ილო სულ სოფელში იყო საქონლის გამო და სოფელს ვერ ტოვებდა. მეც გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ვნახეთ ერთმანეთი. ამის მერე დავახლოვდით. სულ ვწერდით ერთმანეთს. ვირტუალური კომუნიკაცია გვქონდა და სანამ ცოლად არ მომიყვანა მანამდე მეორედ ანანახი არ მყავდა.
@nana_aroshidze პირველი ნაწილი წინა ვიდეოში 🥰 @ილო ლობჯანიძე #lovestory ♬ original sound - Nana - Inthefarm
სხვათა შორის, სანამ ილოს შევხვდებოდი 1 კვირით ადრე დაწერილი მქონდა როგორი მეორე ნახევარი მინდოდა მყოლოდა. ამას რომ ვწერდი ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებდი. ის დავწერე, რაც მართლა მინდოდა და რასაც გულით ვეთანხმებოდი. მერე ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი დაწერილი და რეალობა ერთმანეთს დაემთხვა.
@nana_aroshidze @ილო ლობჯანიძე #სიყვარულისისტორია #რაჭა ♬ original sound - Nana - Inthefarm
რაჭაში ცხოვრება
ძირითადი სახლი სოფელ ღებში გვაქვს. ახლა მთის საძოვრებზე - თევრეშოში ვცხოვრობთ, სადაც პატარა სახლი გვაქვს. არც შუქია, არც ინტერნეტი. ძირითადი სირთულე სწორედ ეგაა... სანამ თოვლი არ მოვა აქ ვიქნებით.
თურმე, სადაც ახლა ვართ ადრე ბევრი ხალხი ცხოვრობდა ახლა 7 ოჯახი თუ მოვგროვდებით. ირგვლივ სულ ასაკიანი ხალხია, მარტო ჩვენ ვართ ახალგაზრდები.
@nana_aroshidze #რაჭა #სოფელი #ღები #ბოსტანი #ფერმა #მთა ♬ original sound - Nana - Inthefarm
მძიმე შრომაა. დილის 5 საათზე ვიღვიძებთ საქონლის მოსაწველად, ყველი ამოგვყავს, საღამოსაც ბევრი საქმეა და ამ მძიმე შრომას ბევრი არ ეწევა.
@nana_aroshidze ეს ის ადგილია, სადაც ილო გავიცანი🥰 #თევრეშო #სოფელი #რაჭა #ღები #ძროხა ♬ original sound - Nana - Inthefarm
ახლა იმდენი საქონელი გვყავს რომ ერთი ოჯახისთვის ბევრია და სამომავლოდ ფერმის გაკეთებას და რძის პროდუქტების წარმოებას ვგეგმავთ.
@nana_aroshidze #დღისვლოგი #რაჭა #სოფელი #მთა #ღები #ბოსტანი #ფერმა ♬ original sound - Nana - Inthefarm
აგრეთვე წაიკითხეთ: