Digest Logo

„დარწმუნებული არა ვარ, რომ პუტინი ის პუტინია, რომელიც იყო, თავისმა ცოლმა თქვა, ჩემი ქმარი ცოცხალი არ არისო...“ - ემზარ კვიციანი

1652767490
ემზარ კვიციანი

გამოცემა „ალიას“ ესაუბრება ყოფილი დეპუტატი - ემზარ კვიციანი. მან რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს:

– თქვენ მითხარით, რომ თავის დროზე, რუსეთმა დაიწყო ომი აგენტების მეშვეობით საქართველოში. არ გაქვთ ბრაზი პუტინის წინააღმდეგ? სამაგიეროს გადახდა არ გინდათ პუტინისთვის?

– აი, შეხედეთ, აი, შეხედეთ, ეს აწყობს ჩვენს საერთო მტერს, რომ ბრაზი გვქონდეს. ჯერ დარწმუნებულიც არა ვარ პუტინი ის პუტინია, რომელიც იყო? მაგაზე თავისმა ცოლმა დაწერა და მისცა ინტერვიუ, ჩემი ქმარი უკვე არ არის ცოცხალიო. თუ შეცვალეს, რატომ შეცვალეს? რუსეთიც უნდა დაღუპოს და დანარჩენი სამყაროც, თუ ეს ასეა და მართალია, მაგრამ ამაზე ვინმემ ძიება ჩაატარა?

– თუ არ არის შეცვლილი? ხვალ ქუჩაში რომ შეხვდეთ პირისპირ პუტინს, რომელმაც თქვენ ვერსიას თუ მივყვებით, ქართველი აგენტების ხელით, დაიწყო საქართველოში ომი და დაგვახოცინა ერთმანეთი. რას ეტყვით და არ გექნებათ ბრაზი?

–  შენი არ ვიცი, მაგრამ მე ნაომარი ვარ და ვიცი ისეთი რაღაცა, რომ ჩვენ შეგვაცდინეს – რუსებიც, ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც, შეგვაცდინეს და დაგვახოცინეს ერთმანეთი. არა მგონია, რომ პუტინი შემხვდეს და თუ შემხვდა, ალბათ, თვითონაც იტყვის, რომ მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს მართლმადიდებელი ძმები. ჩვენი შეხვედრა ვერანაირად ვერ მოხდება.

– გავიგეთ, რომ კოვიდი არ არის მომაკვდინებელი და პუტინი?

– კიდევ ერთხელ გეტყვით, მხოლოდ პუტინს ნუ ჩამოვკიდებთ ყველაფერს, თუ პუტინი მასონების მოყვანილი არაა და მასონების დავალებას არ ასრულებს, ე.ი. პუტინი კარგ შედეგს დადებს, მაგრამ თუ მასონების მიერ დაყენებულია და იმათ დავალებას ასრულებს, მაშინ შედეგი იქნება გამანადგურებელი ჩვენი ქვეყნის.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵„მეხვეწებოდა, ცოლად გავყოლოდი, მაგრამ უარი ვუთხარი” - სოფო ნიჟარაძე

🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

წყარო: www.alia.ge