Digest Logo

🎥 „ჩემი ადამიანი აღმოვაჩინე... ზუსტად იმ ასაკში შევხვდით ერთმანეთს, როცა საჭირო იყო...“ - ეკატერინე მიშველაძის ამბავი სიყვარულისა

1644845057
ეკატერინე

როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდის ეს არც ისე ჩვეული რიტმია. დიახ, ეს შემთხვევითობების ჯაჭვია, რაც ერთ ადამიანამდე მიდის.

ამ შემთხვევითობის ჯაჭვში ბევრი ადამიანი გვხვდება - ზოგი წარმავალია ზოგიც მარადიული...

თითოეულ ჩვენი ნაბიჯი რეპეტიციაა, რომელიც საბოლოოდ ერთ დიდ სპექტაკლს ემსახურება. ამ სპექტაკლის მთავარი გმირები კი ჩვენ ვართ.

ჰოდა, დღეს ერთ-ერთ „ცხოვრებისეულ მსახიობზე“ ჟურნალისტ ეკა მიშველაძეზე და მის სიყვარულზე გიამბობთ.

როგორც თავად ამბობს, მისი რჩეული ექსპერტი ბუკა პეტრიაშვილია.

გახსოვთ, გითხარით, ცხოვრება შემთხვევითობების ჯაჭვია-თქო, მართლაც ასეა, რადგან ეკა სულ იცნობდა ბუკას, მაგრამ კონკრეტულ დროს მიხვდა რომ „ის ის იყო“.

ასე რომ, შემთხვევითობის ჯაჭვისა და დროულობის კანონის დახმარებით ეკამ დიდი სიყვარული იპოვა.

მან  გადაცემაში „ბაიასთან“ პირადზე ბუკასთან ერთად ისაუბრა.

ბუკა:

ქიმია შედგა და ჩემი ადამიანი აღმოვაჩინე... ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ დაღვინებულ მდგომარეობაში აღმოვაჩინე, რომ ცხოვრება უნდა დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან.

ეკა:

ბუკა სულ არსებობდა ჩემს თვალსაწიერში, მაგრამ ზუსტად მაშინ როდესაც დავიწყეთ ურთიერთობა მივხვდით, რომ ეს ის ადამიანია და მასთან მინდა ცხოვრების გატარება.

ის შეგრძნება მაქვს რომ უფრო მალე რომ გამეცნობიერებინა რა კარგი იქნებოდა მასთან ურთიერთობა-თქო...

თუმცა, ბუკას აზრით, ჩვენ არცერთი არ ვართ მარტივი ადამიანი, იცვლებოდა ყველაფერი ასაკთან ერთად და ბუკა მართალია, ზუსტად იმ ასაკში შეხედვით ერთმანეთს როცა საჭირო იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა