
14 წლის მარიამ ბერიძეს დედასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, ყველაფერს არ ეუბნებოდა. მშობლები გაცილებულები იყვნენ და მარიამი დედასთან ცხოვრობდა. ერთ დღეს სახლში მარიამის მამა მივიდა და დედის თვალწინ შვილს ცემა.
როგორც აღმოჩნდა, მამამისს შვილის სექსუალური ხასიათის ვიდეოები გაუგზავნეს, რამაც გააბრაზა.
ამის შემდეგ მარიამი დედასთან ერთად შესაბამის სტრუქტურაში მივიდა და დანაშაულის შესახებ განაცხადეს.
„მამას მარიამის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაუგზავნეს. ბავშვს სულ ცუდად ექცეოდა. გარეთ არ უშვებდა, მეგობრებთან წასვლას უშლიდა... ტანსაცმელიც კი დაუჭრა ერთხელ, არ ჩაიცვაო.
რაც შეეხება ვიდეოს, ჩემი შვილი ნახევრად შიშველი იყო, მკერდი უჩანდა და მეგობარ გოგონას კოცნიდა. გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ, ჩემს შვილზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. მაინტერესებს ვინაა გადამღები და ვინ შეიძლება ავრცელებდეს ამას“, - ამბობს მარიამის დედა გამომძიებელთან.
მარიამ ყველაზე ახლო ურთიერთობა დაქალთან - ანასთან ჰქონდა. ისინი ერთად იზრდებოდნენ და ერთმანეთზე ყველაფერი იცოდნენ.
„წელს ზევით შიშველი ვიდეო გავუგზავნე ანას, სადაც რაღაც სიმღერაზე ვცეკვავდი... ეს ვიდეო მიუვიდა მამაჩემს. ვფიქრობ, ჩემმა საუკეთესო დაქალმა გააკეთა, რადგან კონფლიქტი გვქონდა. მამამ რომ ნახა, მიყვირა და მცემა. ეს შურისძიება იყო“, - ამბობს გამომძიებელთან არასრულწლოვანი.
გვანცა გოგავა - არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი:
„ანას გარდა მინიშნება სხვაზე პიროვნებაზეც იყო. მარიამმა აღნიშნა, რომ არსებობდა სხვა ადამიანი, ვისაც უფრო მეტი ვიდეო ჰქონდა და თუ სურვილებს არ აისრულებდა მამამისს ყველაფერს გაუგზავნიდა. შეჰპირდნენ რომ ვიდეოს წაშლიდნენ მაგრამ ასე არ მოიქცნენ.
27 წლის ნიკოლოზი დაასახელა. მეგობრები ნიკოლოზის გვერდს შემთხვევით წააწყდნენ სოციალურ ქსელში. ის ტაროზე მკითხაობდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მესენჯერით ეკონტაქტებოდნენ და კაცმა მათი ნდობა მოიპოვა. მერე გოგონებმა სახლში მისვლა გადაწყვიტეს.
შედგა მათი პირველი შეხვედრა. ნიკოლოზმა იცოდა, რომ არასრულწლოვნები იყვნენ. მას გამოყოფილი ჰქონდა სახლში ერთი ოთახი, რასაც სამუშაო კუთხეს ეძახდა. ნიკოლოზი მათ როგორც ტაროს გაშლას ისე უცხო ენების სწავლას დაჰპირდა. გაირკვა, რომ ანას ნიკოლოზისთვის გადაუგზავნია მარიამის ვიდეოები.
მარიამს ნიკოლოზი გრძნობების შესახებ ელაპარაკებოდა, რომ სიმპათიები ჰქონდა. ერთ დღესაც თავის სახლში დარჩენა შესთავაზა, რადგან პანდემიის გამო 9 საათზე კომენდანტი საათი იწყებოდა და დროულად ვერ მივიდოდა.
მარიამიც დარჩა და დედას უთხრა რომ ანასთან რჩებოდა.
ნიკოლოზმა მარიამის ნდობით ისარგებლა, და ნარკოტიკის მიღება შესთავაზა, მოგადუნებსო, თუმცა მარიამმა უარი უთხრა. ბოლოს კი დათანხმდა და მიიღო.
მარიამის ჩვენება:
„მახსოვრობით ყველაფერი მახსოვს, წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. სახლში ბებია და დედა იყვნენ, იცოდნენ ჩემზე და არაფერი მოუმოქმედებიათ. ნარკოტიკული საშუალების დალევის მერე მეხებოდა მკერდზე, სხეულზე, მეფერებოდა, მეუბნებოდა რომ რაღაც უნდა ესწავლებინა, მინდოდა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა არ შეეძლო.
მე ქმედებას ვერ ვაკონტროლებდი, მაიძულა სასქესო ორგანოზე პირიქით შევხებოდი. მეგონა, რომ გაიგებდნენ ჩემი მშობლები, ამის ეშინოდა.
აქტის მერე ნიკა მპირდებოდა, უფრო მეტის გაგებას. მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, რადგან ჩემი ორალური სექსის ვიდეო ჰქონდა და მემუქრებოდა ყველა ნახავსო, პირველ რიგში მამაშენიო“.
გვანცა გოგავა:
„ნიკამ და ანიმ ვიდეოები გაუგზავნეს მარიამის მამას. მიზანი ერთი იყო, აღედგინათ ურთიერთობა მარიამთან.
გამოძიებაზე ნიკოლოზმა დეტალურად მოყვა ის ყველაფერი, რაც მარიამის მონათხრობს 100%-ით ემთხვეოდა.
ნიკოლოზს ბრალი წარედგინა და ჩადენილი დანაშაული 15-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
მასალა მომზადებულია გადაცემა „პოლიციის ფაილების“ მიხედვით.