Digest Logo

ახალი კვლევა - თუ ოჯახში ჭურჭელს მამაკაციც რეცხავს, წყვილს უფრო ხშირად აქვს სექსი

1651933140
ჭურჭლის რეცხვა

როდესაც ერთ სახლში ორი ადამიანი ცხოვრობს ეს მარტივი სულაც არ არის, ვისაც ამის გამოცდილება გაქვთ ცალსახად დაგვეთანხმებით.

პარტნიორებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის მხარდაჭერა კომპრომისზე წასვლა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ წყვილები ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობის შენარჩუნებას.

ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ჭურჭელი, სამოსი ქალმა უნდა გარეცხოს, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ქალები, რომლებსაც ქმრები მსგავს საკითხებში არ ეხმარებიან თავს უბედურებად მიიჩნევენ, დღის განმავლობაში იღლებიან.

ცუდ ხასიათზე მყოფებს და დაღლილებს კი, სექსის სურვილი უქრებათ და შესაბამისად, ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება.

როგორც ახალი კვლევა აჩვენებს ჭურჭლის რეცხვა და სექსი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ გსურთ ურთიერთობა წარმატებული იყოს სჯობს, ყველა საქმე გადაანაწილოთ და მათ შორის ჭურჭლის რეცხვაც.

შეგიძლიათ მორიგეობა დააწესოთ. ამ შემთხვევაში პარტნიორებიდან არც ერთს არ ექნება იმის შეგრძნება, რომ ის უფრო მეტ საქმეს აკეთებს, რომ შავი სამუშაოს შესრულება უწევს.

კვლევის მიხედვით, თუ ჰეტეროსექსუალი პარტნიორებიდან მამაკაცი ჭურჭელს რეცხავს, მისი საყვარელი ადამიანი ამ დროს ბედნიერია, რადგანაც მიიჩნევს, რომ პარტნიორი მას მხარს უჭერს, ეხმარება, ყოველივეს სიყვარულის გამოხატვად მიიჩნევს, ამავდროულად მამაკაცსაც სიამოვნებას ჰგვრის იმის გაცნობიერება, რომ საყვარელ ქალს ამით ასიამოვნა.

ფსიქოლოგების განმარტებით, ასეთი ურთიერთობა აუცილებლად არის ბედნიერი და ჯანსაღი. ასეთი წყვილები კიდევ უფრო ხშირად კავდებიან სექსით, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად ამყარებს ურთიერთობას.

წყარო: www.scarymommy.com