Digest Logo

ახალი კვლევა - ქალის ჯანმრთელობისთვის კვირაში ორჯერ დაქალებთან შეხვედრა აუცილებელია

1618154801
დაქალებ

ახალი კვლევის თანახმად, ქალის ჯანმრთელობისთვის, კვირაში მინიმუმ ორჯერ, ქალ მეგობრებთან ერთად ყოფნა და მათ გვერდით დროის გატარება აუცილებელია.

კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს. კვლევის მიხედვით, ქალისთვის უმნიშვნელოვანესია თავისუფლების შეგრძნება და თავისუფლების განცდას ყველაზე მეტად დაქალების გვერდით ყოფნა ანიჭებს.

„იმისთვის, რომ ქალმა თავისუფლება სრულად შეიგრძნოს, კვირაში ორჯერ მაინც უნდა წავიდეს ქალ მეგობრებთან ერთად სადმე“, - აღნიშნულია კვლევის დასკვნაში.

ფსიქოლოგი, კვლევის ხელმძღვანელი, რობინ დუნბარი “The Vancouver Sun”-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა და კეთილდღეობის შეგრძნება უმჯობესდება ყველაზე მეტად მაშინ, როცა ოთხი ქალი მეგობარი კვირის განმავლობაში ერთად ორჯერ მაინც იკრიბება და სხვადასხვა საქმეებით კავდება. მაგალითად, ლუდის მირთმევით, ჭორაობით, სხვადასხვა საკითხებზე აზრების გაზიარებით, საყიდლებზე სიარულით. ამ აქტივობებით ისინი, გარკვეულწილად, სოციალიზაციას ახდენენ.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ახალი კვლევა - ღვინო ტვინს იმაზე მეტად ავარჯიშებს, ვიდრე მათემატიკა

ღვინო სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ვარჯიშზე უფრო სასარგებლოა - ახალი კვლევის შედეგები

ახალი კვლევის თანახმად, ღიპიანი კაცი ყველაზე სექსუალურია