რა პასუხისმგებლობებს იღებს ნათლია ნათლულის წინაშე და რა ნიშნით შევარჩიოთ ნათლია? რა შეზღუდვებს გვიწესებს რელიგია ნათლია - ნათლულთან დაკავშირებით? - ამ თემასთან დაკავშირებით ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა - მამა შალვა კეკელიამ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოში“ ისაუბრა.
„ნათლისღება მეორე შობაა. ნათლისღებით ადამიანი იბადება ეკლესიაში. ადამიანებს სამი დაბადების დღე გვაქვს – პირველი, როცა ჩვენ დედის მუცლიდან ვიბადებით, მეორე – როცა ჩვენ ღვთის წინაშე, ეკლესიის წიაღში ნათლობით ვიბადებით და მესამე და უმთავრესი – როცა ამ ქვეყანას ვტოვებთ.
როცა ჩვენი სული და სხეული ერთმანეთს ეყრება და მარადიულობაში გადავინაცვლებთ. ეს ორი დაბადების დღე უნდა ემსახურებოდეს მესამე დაბადების შეხვედრას – როცა ფიზიკურად, სხეული დავიბადე, სული დავიბადე, ეს ყველაფერი უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ მარადიულ ცხოვრებაში შეხვდე ღმერთს და მის წინაშე წარდგე“, – ამბობს მამა შალვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ერთი ინფორმაცია მინდა გავავრცელო, ეს უკვე გადაწყვეტილია“ - ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერი