Digest Logo

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სახლში „დამავოი“ ცხოვრობს

1600678042
ცხოვრობს თუ არა თქვენს სახლში დამავოი?

ძველად სლავ ხალხს სწამდა, რომ ადამიანების გვერდით დედამიწაზე სულები ცხოვრობდნენ, თუმცა მათი დანახვა შეუძლებელი იყო.

მათ წარმოსახვაში სულების საცხოვრებელი ტყეები, ტბები, მინდვრები და სახლები იყო. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ თუკი მათ პატივისცემით არ მოეპყრობოდნენ, სულები ბრაზდებოდნენ და ანადგურებდნენ საცხოვრებელს, ხოცავდნენ საქონელს და ადამიანებსაც კი.

„დამავოი“ მამრობითი სქესის სულია, რომელიც სახლში ცხოვრობს. ხალხის წარმოსახვით, ის დაბალი, ხნიერი და თმიანია. ამბობდნენ, რომ დამავოი სადაც დაბინავდება, იმ სახლის უფროსი ხდება. იმასაც ამბობენ, რომ სახლის სული ყველას სახლშია და თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად „იპოვით“ მათ.

მაშ ასე, როგორ გავფაქტოთ“ „დამავოი“:

1. შინაური ცხოველი თუ უმიზეზოდ ყეფს ან ჰაერს ეთამაშება, ის ხედავს იმას, რასაც თქვენ ვერ ამჩნევთ

2. უეცრად ინთება სინათლეები და ვერ არკვევთ, როდის ან ვის დარჩა შუქი ანთებული მაშინ დაფიქრდი

3. თუ გახსოვთ, რომ ნივთი ზუსტად აქ დადეთ, მაგრამ „ფეხი აიდგა“, ესეც „დამავოის“ „ოინებია“

4. კედლიდან სურათის უეცარი ჩამოვარდნა

5. ოთახებში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება

6. სახლის სული გრძნობს სტუმრად მომავალ ადამიანს. სწორედ ამას მიეწერება რწმენა იმის შესახებ,თითქოს დანა-ჩანგლის გადავარდნა შინ მშიერი ადამიანის მოსვლის ნიშანია

7. „კეთილად განწყობილ სახლის სულს შეუძლია სიზმრის სახით წინასწარ გაჩვენოთ საფრთხე.