1675086440
როგორი უნდა იყოს ლიდერი?
ალბათ, რამდენი ლიდერიც
არსებობს, იმდენნაირი
შეხედულებაა ლიდერობაზე.
თუმცა, ყველა თანხმდება
იმაზე, რომ ლიდერი
ობიექტური, გამჭვირვალე,
სამართლიანი და
პასუხისმგებლობიანი უნდა
იყოს. ნათქვამია, სადაც
წახვალ იქაური ქუდი
დაიხურეო. ჰოდა, ვნახოთ
რამდენნაირი ქუდი დაიხურა
და რა გზა გაიარა
პოლიტიკოსმა - ლევან
ხაბეიშვილმა სანამ
„ერთიანი ნაციონალური“
მოძრაობის ლიდერი
გახდებოდა. სამუშაო
გამოცდილება: 2006 წელს
სოციალური კვლევის
ინსტიტუტ „ბი-სი-ჯი-ში“
მუშაობდა. 2008-2010 წელს უკვე
დედაქალაქის მერიაში,
კერძოდ, ისანი-სამგორში
ახალგაზრდულ საქმეთა
განყოფილების
ხელმძღვანელად. 2010-2012 წლებში
კი ისანი-სამგორის რაიონში
სპორტის კომიტეტის
ხელმძღვანელი გახლდათ. 2012
წლიდან 2013 წლის მაისამდე
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის ფინანსურ
სამსახურში წამყვან
სპეციალისტად მუშაობდა.
👉„ნაციონალური
მოძრაობის“ ახალი
თავმჯდომარე ლევან
ხაბეიშვილი გახდა 2014 წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებში „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“
მაჟორიტარული დეპუტატობის
კანდიდატი გახლდათ. ზევით,
დავწერე „სადაც წახვალ
იქაური ქუდი დაიხურეო“ -
ჰოდა, გახსენებთ -
ხაბეიშვილმა „ენმს“ ქუდი“
პაატა ბურჭულაძის ქუდში
გაცვალა. მან საპარლამენტო
არჩევნებში მონაწილეობა
მიიღო ბლოკით - „პაატა
ბურჭულაძე სახელმწიფო
ხალხისთვის“. ამავდროულად,
გიორგი ვაშაძის მიერ
დაფუძნებული პარტია
„ახალი საქართველოს“
წევრი და ერთ-ერთი ლიდერი
გახლდათ. მისივე თქმით,
„ახალ საქართველოში“
გადასვლა „ნაციონალური
მოძრაობის“ მაშინდელ
ლიდერებთან
დაპირისპირებას
უკავშირდებოდა... „ამ
ბლოკით იმიტომ ვიღებდი
მონაწილეობას, რომ
„ნაციონალურ მოძრაობაში“
დაპირისპირება იყო
ბოკერიასთან,
მაჭავარიანთან და
სხვებთან, რასთან
შეგუებასაც არ ვაპირებდი,
ამიტომ გავყევი ვაშაძეს
თავის დროზე. ამასობაში, 2014
წელს მეგობრებთან
დავაფუძნე მონიტორინგის
ცენტრი „მედიატორი“, -
აღნიშნა ხაბეიშვილმა
გამოცემა „Allnews.ge-სთან“
საუბრისას. 2017 წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობა
ისევ „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“
პარტიული სიით მიიღო. 2023
წელს კი „ნაციონალური
მოძრაობის“ თავმჯდომარედ
აირჩიეს. პარტიის შიდა
არჩევნებში მონაწილეობა 49
756-მა ადამიანმა მიიღო.
ხმების უმრავლესობა - 52.58%
სწორედ ხაბეიშვილმა მიიღო
და ერთ-ერთ გამორჩეულ
კანდიდატს - ნიკა მელიას
12,58%-ით აჯობა. სწორედ ამიტომ
მასზე ინტერესები
გაიზარდა და „დაიჯესტიც“
მის უცნობ ან ნაცნობ,
მაგრამ მივიწყებულ ამბებს
გაგახსენებთ.
იხილე მეტი