Digest Logo

ტრადიციული გოზინაყის მომზადებოს ოქროს წესი

1672388998
გოზინაყის მომზადება

იმ დიასახლისებისთვის, ვისაც ტრადიციული გოზინაყი უყვარს და იმისთვისაც, ვისაც ძალიანაც უნდა გაკეთება, მაგრამ ნიგვზის დაჭრა ეზარება...

წესი №1

საჭირო პროდუქტი:

ნიგოზი - 500 გრ

თაფლი - 250 გრ

შაქრის პუდრა - 2 ს/კ

მომზადება:

1. თეთრი, საღი ნიგვზის ლებნები მჭრელი დანით წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით.
ტაფა გაახურეთ, დაჭრილი ნიგოზი დაყარეთ და მოხალეთ (თან ურიეთ).
როცა გაგრილდება, ფართო სინზე დაყარეთ და დაბერტყეთ. თან სული უბერეთ, რომ კანი გასცილდეს.

2. თაფლი სქელძირიან, ღრმა ტაფაზე დაასხით და დაბალ ცეცხლზე დაადგით. როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.

3. გაგრილებული თაფლი ისევ დაბალ ცეცხლზე დადგით. რომ წამოდუღდება, კოვზით რამდენიმე წვეთი ამოიღეთ და ლამბაქზე დააწვეთეთ. ლამბაქზე შეგრილებული თაფლი თითებს შორის ცომივით თუ აგორდა, მზადაა და უკვე შეგიძლიათ, ნიგოზი ჩაყაროთ (თან ხის კოვზით განუწყვეტლივ ურიეთ). დაახლოებით, ათი წუთის შემდეგ შაქრის პუდრა დაამატეთ, კიდევ 2-3 წუთი ურიეთ. შემდეგ სველ ფიცარზე გადაიტანეთ. სველი კოვზით გააბრტყელეთ და თბილი დანით დაჭერით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივს ვინც გაიკეთებს, ეგეთი გან----ები არც უნდა გამრავლდნენ“ - ნინო ნადირაძე

🔵„მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵„სტუდენტების თანხების შეჭმა არავის შერჩენია და არც შეგრჩებათ არც შენ, არც შენს მონა მეგობრებს და არც დედა გიულის“ - დავით ოქიტაშვილი