Digest Logo

„შენ ყველას უნდა აჯობო! - მშობლის მხრიდან ეს დამოკიდებულება ძალიან მძიმეა და ბავშვს დიდი პრობლემების წინაშე აყენებს“ - შალვა კეკელია

1651570357
მამა შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლების მხრიდან შვილებისთვის მძიმე მოთხოვნების წამოყენების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისევე როგორც ყველაფერი, ამ შემთხვევაშიც ოქროს შუალედის პოვნა აუცილებელია.

„ჩვენ ოქროს შუალედი ყველაფერში უნდა შევინარჩუნოთ. არც ესაა გამართლებული: „შენ ლიდერი ხარ! შენ პირველი ხარ! შენზე მაგარი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე! შენ ყველას უნდა აჯობო! შენ ყველაზე წინ უნდა იყო!“ ბევრი მინახავს ასე, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგებიან ისინი. ერთი მეგობარი მყავს. მისი შვილი ჭადრაკს თამაშობს. ბავშვი რომ გამოდის, წაგებას და მოგებას ერთნაირად აღნიშნავს. გამოვარდება: „მამიკო, იცი, დღეს წავაგე.“ ეს უხარია. ხალხი რომ ტირის წაგებაზე. რომ მოიგებს, ასევე სიხარულით გამოდის და ამბობს, რომ მოიგო. მან ისე გაზარდა შვილი, რომ წაგებასაც მიაჩვია და მოგებასაც. ადამიანი ასეა. ხან რაღაცას წააგებ, ხან რაღაცას მოიგებ. ეს დამოკიდებულება არის ნორმალური“, - ამბობს მამა შალვა კეკელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნანაუკა ჟორჟოლიანი თანამშრომელს ეძებს

🔵„ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება! იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!“ – გიორგი ფხაკაძე

🔵„3 მაისი განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და უძლიერეს ენერგეტიკულ დღედ ითვლება“ - ქეთი ოდიშელი