
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დღესასწაულების შემდეგ დეტოქსის მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა:
„არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ დღესასწაულების შემდეგ დეტოქსისკენ. პირველ რიგში, ეს ორგანიზმის თავის დასჯაა, რაც გამართლებული არ არის. შეგვიძლია მოვაწყოთ განტვირთვის დღეები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დღესასწაულების შემდგომ, იმიტომ, რომ ეს ორგანიზმის მიერ აღიქმება, როგორც დასჯა. 2-3 დღე, თუნდაც ერთი კვირა, ჩვენ ორგანიზმს ვაძლევთ ძალიან ბევრს და მერე ერთბაშად ყველაფერს ვუწყვეტთ. ეს არ არის სასურველი“,- განაცხადა ნაია ლატარიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„არ არსებობს სიტყვა, წინადადება, რაც ოდნავ მაინც შეძლებს გამოხატოს ის წარმოუდგენელი ბედნიერება რაც შენი დაბადებით მომანიჭე“ - თათია შარანგია
🔵„კარგი დღეა ძველი პრობლემების გასააზრებლად და ახლებურად გადასაჭრელად“ - ცაგარელი
წყარო: momsedu.ge