Digest Logo

საახალწლო საცივი - გამოცდილი რეცეპტი თქვენი დღესასწაულისთვის

1672388302
საცივის რეცეპტი

ინგრედიენტები

ხახვი

მარილი

ცხარე წიწაკა,

წითელ-ყვითელი ყვავილი,

ხმელი ქინძი დაფქული,

ხმელი სუნელი

ნიორი

ნიგოზი

ინდაური ან ქათამი

შეარჩიეთ თეთრი, ცხიმიანი ნიგოზი. სანელებლების რაოდენობა შეგიძლიათ თქვენს გემოვნებას მოარგოთ.
ინდაური ჯერ მოხარშეთ, შემდეგ შეწვით ღუმელში და არა ტაფაზე. საჭირო რაოდენობის ბულიონი გაწურეთ. სანამ ინდაური იწვება, მოამზადეთ ნიგოზი.

ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში წვრილ ბადეში ორჯერ ან ბლენდერში დაფქვით. მასთან ერთად გაატარეთ ნიორიც. დაამატეთ სუნელები და ხელით კარგად დაზილეთ. ხარისხიან, ცხიმიან ნიგოზს მალევე გამოუვა ზეთი. გადაინახეთ ეს ზეთი ცალკე ჭურჭელში.

ხახვი წვრილად დაჭერით და ბულიონის ცხიმში მოშუშეთ. დამუშავებულ ნიგოზს დაასხით მდუღარე ბულიონი და კარგად გახსენით სასურველი სისქის მიღებამდე. მასა უნდა იყოს კეფირის სისქის, ხოლო გაციების შემდეგ კიდევ ჩასქელდება. დაამატეთ მოშუშულ ხახვს და ან დააბლენდერეთ ერთგვაროვანი სტრუქტურის მისაღებად, ან საცერში გაატარეთ, რათა ხახვი და ნიგვზის მსხვილი ნაწილები არ მიჰყვეს. გემოვნებით დაამატეთ მარილი და წიწაკა.

ეს მასა ჯერ ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ, შემდეგ ჩაალაგეთ მასში ინდაურის ნაჭრები და შედგით მაცივარში მინიმუმ 4-5 საათი. სუფრაზე მიტანის წინ მოასხით გამოწურული ზეთი.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივს ვინც გაიკეთებს, ეგეთი გან----ები არც უნდა გამრავლდნენ“ - ნინო ნადირაძე

🔵„მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵„სტუდენტების თანხების შეჭმა არავის შერჩენია და არც შეგრჩებათ არც შენ, არც შენს მონა მეგობრებს და არც დედა გიულის“ - დავით ოქიტაშვილი