Digest Logo

როგორ ვიკვებოთ მძიმე მარხვის შემდეგ? - პროფესიონალის რჩევები

1650702354
მარხვის შემდეგ კვება

აღდგომის წინა მარხვა შვიდ კვირას გრძელდება და ის ყველაზე ხანგრძლივია. ბევრი მას მკაცრად იცავს. მარხვის შემდგომ პერიოდში კვებასთან დაკავშირებით, ზომიერების დაცვაა აუცილებელი. 

კვების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ გართულდეს, დიეტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ტრადიციულ რაციონს ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეთ.

თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, რათა ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს.

იდეალურ შემთხვევაში ცხოველური სურსათის მიღება რძის ნაწარმით უნდა დავიწყოთ.

ამ მხრივ საუკეთესოა მაწონი – რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. რეკომენდებულია ჭყინტი, უმარილო ყველიც.

როდესაც სააღდგომო სუფრაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით კვერცხს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

არაერთხელ გვსმენია და თავადაც გამოგვიცდია, რომ სააღდგომო კვერცხს განსაკუთრებული გემო აქვს.

მიუხედავად ამისა, მარხვის შემდეგ კვერცხის მიღება უნდა შეიზღუდოს – ხსნილის პირველ დღეებში თითო კვერცხზე მეტი არ უნდა მივირთვათ, ვინაიდან ის საკმაოდ ძნელი მოსანელებელია.

არამც და არამც არ შეიძლება მარხვის დასრულებისთანავე ცხიმიანი ხორცის (შემწვარი გოჭის, ღორის ხორცის, ლორის, ცხვრის ხორცის) მიღება.

უმჯობესია, დავიწყოთ ქათმის, ინდაურის ან საქონლის მჭლე მოხარშული ხორცის პატარა ნაჭრით. არც ცხიმიანი თევზია სასურველი.

საზოგადოდ, უმჯობესია, ხსნილის პირველ დღეებში არასამარხვო კერძებიდან მხოლოდ კვერცხი, კულიჩი და პასკა მივირთვათ, ისიც ზომიერად.

მხოლოდ მესამე დღეს შეიძლება, თავს ხორცის მიღების უფლება მივცეთ. მარხვის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

 კატეგორიულად არის აკრძალული ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

🔵არჩილ თალაკვაძე და მისი მეუღლე ქორწინების 15 წლისთავს აღნიშნავენ

🔵რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს