Digest Logo

რატომ გვეძინება ჭამის შემდეგ? - უნდა ვშფოთავდეთ თუ არა ამის გამო?

1684317421
ძილიანობა ძილიანობა

ჭამის შემდეგ ყველას გვიგრძნია დაღლილობა. არსებობს მოსაზრება, რომ საჭმლის გადამუშავებას დიდი ენერგია სჭირდება, რის გამოც დასვენების სურვილი გვიპყრობს.

თუმცა, სინამდვილეში რატომ ვგრძნობთ ძილიანობას ჭამის შემდეგ? უნდა ვშფოთავდეთ ამის გამო?

პირველ რიგში, ამის მიზეზი ისაა, რომ სხეულს ენერგია სჭირდება. ენერგიას მხოლოდ სავარჯიშო დარბაზში ან მინდორში სირბილისას არ ვხარჯავთ, ენერგია უბრალოდ არსებობისთვის და სუნთქვისთვისაც კი გვჭირდება.

და ამ ენერგიას საკვებიდან ვიღებთ.

გადამამუშავებელი სისტემა საკვებს გლუკოზად გარდაქმნის, შემდეგ კი ენერგიის სახით კალორიებს გვაწვდის. ასე გარდაიქმნება საკვები სასიცოცხლო ენერგიად. ამ პროცედურის გარდა, მონელების სისტემას ორგანიზმის მიმართ კიდევ უამრავი პასუხისმგებლობა გააჩნია.

გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც დანაყრებულის შეგრძნებას აწვდის ტვინს. იზრდება შაქრის რაოდენობა სისხლში, გამომუშავდება ინსულინი, რომელიც შაქარს სისხლიდან უჯრედებში გადასვლაში ეხმარება და საბოლოოდ ენერგიას აწვდის.

არსებობს ჰორმონები, რომლებიც ძილიანობის შეგრძნებას იწვევენ, მაგალითად სეროტონინი და მელატონინი. ისინი კვების შემდეგ გამოიყოფიან.

ასე რომ, ზოგადად, ჭამის შემდეგ ძილიანობის შეგრძნება სრულიად ნორმალური მოვლენაა და სადარდებელიც არაფერი გაქვთ. თუმცა, შეგიძლიათ შეარჩიოთ საკვები ისე, რომ დაღლილობის შეგრძნება მცირედით მაინც აირიდოთ.

საკვები, რომელიც შეიცავს ტრიპტოპანს

ტრიპტოპანი არის ამინომჟავა, რომელიც სხეულში სეროტონინს წარმოქმნის. სწორედ ესაა ის ერთ-ერთი ჰორმონი, რომელიც კვების შემდეგ გამოიყოფა და ძილიანობას იწვევს. მას ძილის რეჟიმის დასარეგულირებლადაც იყენებენ.

შესაძლებელია, რომ თქვენს ძილზე სწორედ ის საკვები იყოს პასუხისმგებელი, რომელიც ტრიპტოპანს შეიცავს. ესენია:

🔵 ისპანახი
🔵 სოიო
🔵 კვერცხები
🔵 ყველი
🔵 ტოფუ
🔵 თევზი

ტრიპტოპანს დიდი რაოდენობით შეიცავს ინდაურის ხორციც. ეს ფენომენი კარგად იციან აშშ-ში და ხუმრობენ, რომ მადლიერების დღის სადილის შემდეგ ადამიანი შეიძლება ღრმა ძილს მიეცეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვისაც უნდოდა, ან სჭირდებოდა ფრენა თბილისიდან მოსკოვამდე მაინც დაფრინავდა“ - ია ფარულავა

🔵 როდის იქნება American Idol-ის ფინალი - ნუცა ბუზალაძე ცნობილ ვარსკვლავთან ერთად იმღერებს

🎥 „ხშირად, მოზარდი მიმართავს მოძღვარს ძალიან მძიმე ბრალის გრძნობის გამო, მაგრამ ზოგჯერ მას კიდევ ერთ აგურს ადებენ და აღარ ბრუნდება იგი ტაძარში...“ - ფსიქოლოგი გიგა მამინაშვილი