Digest Logo

მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევა - რა წესები უნდა დავიცვათ გზებზე ზამთარში

1673524343
მოყინული გზა

რამდენიმედღიანი უამინდობის შემდეგ, საქართველოს რიგ ქალაქებში მოსული თოვლი გაიყინა, რამაც გზებზე ავტომობილებით გადაადგილებისას მძღოლებს უამრავი პრობლემა შეუქმნა.

რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ მოყინულ გზაზე უსაფრთხოდ სიარულისთვის? შესაბამის განცხადებას საქართველოს ავტოსპორტის ფედერაცია ავრცელებს:

⛔ სრულად გაასუფთავე ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი)

⛔ შეამოწმე საბურავების წნევა და დაუშვი 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე)

⛔ მოერიდე ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას

⛔ დაიცავი სამჯერ მეტი დისტანცია

⛔ მუხრუჭის დროს თუ ჩაირთო ABS, არ აუშვა მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი

⛔ აკონტროლე უკან მომავალი მანქანის დისტანცია.

⛔ დაუთმე გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია)

⛔ დაღმართზე არ აკრიფო ინერცია.

⛔ თუ ავტოობილი მოგისრიალდა, გახსოვდეს, საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს, საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა

⛔ თუ არ გიყენია ზამთრის საბურავები, თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ამღერებული მამა საბა, მუსიკალური სენსაციები და დათო არჩვაძის სკანდალური სიმღერის პრემიერა

🔵„ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ეკიპაჟს, წარმოუდგენლად დაგვეხმარნენ...“ - რას წერს სასწრაფოს ექიმი

🔵„მიყვარხარ“ - როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ შეყვარებულს დაბადების დღე