
მიწის თხილს, ანუ არაქისს, უამრავი სასარგებლო თვისება აქვს – კარგია გულის მუშაობისთვის, ენერგიულობისთვის და ასე შემდეგ, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება.
მიწის თხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ცილებს, მის 100 გრამზე 552 კილოკალორია მოდის, არაქისის ზეთში კი – 884 კილოკალორია. მისი დიდი რაოდენობით მიღება, შესაძლოა, სიმსუქნის მიზეზი გახდეს.
100 გრამი პროდუქტის კვებითი ღირებულება შემდეგნაირად გამოიყურება:
✔️ცილები – 26,4 გრამი;
✔️ცხიმები – 45,3 გრამი;
✔️ნახშირწყლები – 9,8 გრამი;
✔️ ნაცარი – 2,7 გრამი;
✔️წყალი – 8 გრამი.
მიწის თხილი შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, B1, B2, PP, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს. მასში 35 პროცენტზე მეტ ცილებსა და დაახლოებით 50 პროცენტ ცხიმებს, ქოლესტერინი მასში საერთოდ არ არის.
არაქისის სასარგებლო თვისებები:
✔️არაქისი, მასში შემავალი ცხიმების საშუალებით უნარჩუნებს გულს ჯანმრთელობას. ამას გარდა, მის შემცველობაში არსებული ოლეინმჟავა ამცირებს ცუდი ქოლესტერინის და ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს;
✔️ზრდის ენერგიას. ეს მასში არსებული უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, ანტიოქსიდანტებისა და საკვები ნივთიერებების წყალობითაა;
✔️ებრძვის კიბოს უჯრედებს. ის შეიცავს პოლიფენოლის ანტიოქსიდანტს, რომელიც სასარგებლოა კუჭის კიბოს შესაჩერებლად;
✔️ეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში და იცავს ნაყოფს. ორსულობის დროს მიწის თხილის მიღებას შეუძლია, შეამციროს ზოგიერთი ალერგიული დაავადების შანსი ბავშვებში;
✔️ აუმჯობესებს მეხსიერებას. არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად;
✔️არაქისის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნასა და არსებულის შემცირებას. კვლევებით დადასტურდა, რომ დღეში სულ 30 გრამი მიწის თხილი ქვების წარმოქმნას 25 პროცენტით ამცირებს;
✔️არაქისი ებრძვის დეპრესიას. სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინისთვის და რომელსაც განწყობის რეგულირებაში დახმარება შეუძლია. მიწის თხილში არსებული ტრიპტოფანის ამინომჟავა ორგანიზმს სეროტონინის გამომუშავებაში ეხმარება;
✔️არაქისი ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას. მრავალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც ნიაცინს დიდ რაოდენობას შეიცავს, როგორიცაა არაქისი, შეუძლიათ, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ალბათობა, სულ ცოტა, 70 პროცენტამდე შეამცირონ;
✔️არაქისი გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ტოქსინებს, რაც ბევრად უფრო რბილსა და ლამაზს ხდის კანს და აძლევს მას ჯანსაღ ელფერს.
არაქისის მიღება არ შეიძლება:
როდესაც ადამიანს აქვს ალერგია მასზე, ალერგია განსაკუთრებით ვითარდება არაქისის ზეთზე. ასე, პოდაგრის, ართროზისა და ართრიტის დროს და როგორც უკვე ვთქვით, ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს წონაში მატებას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა 35 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა
🔵 „მილიონები მერგო მემკვიდრეობით?“ - რა ფოტოებს ავრცელებს გოგა ჩანადირი