
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი მცენარეთა ალერგიის მოსალოდნელ პროგნოზს აქვეყნებს.
მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და
მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
რცხილამ (Carpinus), ჭადარმა (Platanus), უხრავმა (Ostrya), თუთამ (Morus) და კაკალმა (Juglans)-დაასრულეს ყვავილობა.
წიფელის (Fagus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი კონცენტრაციით დაფიქსირდება.
მუხის (Quercus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება, მაგრამ მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
ერთეული სახით დაფიქსირდება: ჯვაროსნების (Brassicaceae) და ცხენისწაბლას (Aesculus) მტვრის მარცვლებიც.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მყავდა „პრიუსი“ რაც ჩემს შემდეგ მინისტრს დარჩა, მინისტრს უფრო დიდი მანქანა ერჩივნა და“... - ვერა ქობალია