Digest Logo

ინფორმაცია მათთვის ვისაც ალერგია აწუხებს

1674214211
ალერგია - სიმპტომები

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი კარშიდა ალერგიის სიმპტომის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

„კარშიდა ალერგია გამოწვეულია ალერგენებით, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდებიან სახლში, ან სხვა დახურულ სივრცეში.

კარშიდა ალერგენებს მიეკუთვნებიან:

ობის სოკოები

ოთახის მტვრის ტკიპები

შინაური ცხოველების ქურქი

ფრინველის ბუმბული

ტარაკნები

კარშიდა ალერგენებზე ალერგიული რეაქცია უფრო რთულად ასაცილებელია თავიდან, ვიდრე სეზონური ალერგია.
როგორ დავადგინოთ?

ალერგოლოგის მიერ თქვენი სიმპტომების განხილვისა და ფიზიკური გამოკვლევის გარდა, შემდეგი ტესტები ჩვეულებრივ გამოიყენება ალერგიის დიაგნოსტიკისთვის:

კანის სინჯები - რომლის დროსაც საეჭვო ალერგენის მცირე რაოდენობა შეჰყავთ კანში, რათა დადგინდეს, იწვევს თუ არა რეაქციას

IgE (იმუნოგლობულინი E) ანტისხეულების ტესტირება - ალერგიის გამომწვევი ანტისხეულების მოძებნა სისხლში
 მოლეკულური დიაგნოსტიკა (ალერგიის გამომწვევი მოლეკულების მოძებნა სისხლი). მოლეკულური დიაგნოსტიკა იძლევა უფრო დეტალურ სურათს თქვენი ალერგიის შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵საგარეჯოში მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

🔵„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბედს, რომ ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა“ - ია ფარულავა

🔵„ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა“ - თავდამსხმელის ახლობელი