Digest Logo

გაინტერესებთ როგორ უნდა გამოხვიდეთ ნაბახუსევისგან მარტივად?

1641023934
ალკოჰოლით ინტოკსიკაცია

ქართული საახალწლო სუფრას, მრავალფეროვან კერძებთან ერთად მრავალფეროვანი ალკოჰოლური სასმელიც ამშვენებს. ერთის და მეორეს ჭარბად მიღება ადამიანის ჯანმრთელობას საგრძნობლად აზიანებს. საკვებთან შედარებით, სასმლით მიღებული ზიანი ყველაზე მალე, მეორე დღესვე, ნაბახუსევის სახით გამოვლინდება.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა რამდენად კალორიულია ალკოჰოლი, რომელი სასმელი უფრო ნაკლებად აზიანებს ადამიანს და რა საშუალებები არსებობს ჩვეულ ფორმაში მარტივად ჩასადგომად? - ამ კითხვებზე ჩვენ ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ გვიპასუხა:

- რამდენად კალორიულია ალკოჰოლი?

- ალკოჰოლი საკმაოდ კალორიულია, განსაკურებით ტკბილი ღვინო და ლიქიორი. მშრალი ღვინო, კონიაკი და არაყი შედარებით ნაკლებად კალორიულია. ზოგადად ჭარბი დოზით ალკოჰოლური სასმელების მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა წითელი საფერავი ან მშრალი ღვინოები არის ძალიან კარგი, ღვინოც უნდა იყოს ნაკლებად შაქრიანი, რაც შეხება უპირატესობას, ჩვენ ენდოკრინოლოგებს გვირჩევნია, ხოლმე უპირატესობა მივანიჭოთ მაღალ ალკოჰოლურ საშუალებებს - მაგალითად ვისკის და კონიაკს. თუ შემოვიფარგლებით 1-2 ჭიქა ღვინით, ან 200-250 გრამი კონიაკით მაშინ პრობლემა არ არის.

- რამდენად ნებადართულია ალკოჰოლი მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება და მუდმივად იღებს მედიკამენტებს?

- სტანდარტულად, მედიკამენტებთან ერთად ალკოჰოლის დამატება რეკომენდებული არ არის.

- არსებობს თუ არა გამონაკლისები, როდესაც წამლის მიღების დროს შეიძლება მცირე დოზით ალკოჰოლის მიღება?

- კი ბატონო, არის გამონაკლისებიც, მაგალითად ბევრი პაციენტი ქრონიკულად იღებს ფარისებრის სხვადასხვა ჰორმონს, ასეთ დროს მცირე ალკოჰოლის მიღება შესაძლებელია, მაგრამ ანტიბიოტიკისა და მძიმე ქიმიური მედიკამენტების მიღების დროს, არ არის ალკოჰოლი სასურველი.

აგრეთვე, ქალების ნაწილი მუდმივად იღებენ კონტრაცეპტივებს, რა თქმა უნდა, ამ დროს არ არის მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება პრობლემა.

- ახალი წლის შემდეგ ბევრი ადამიანის პრობლემა არის ნაბახუსევი, რომ გვითხრათ, რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან მარტივად გამოვიდეთ?

- ნაბახუსევის დროს ადამიანი რეალურად კარგავს მინერალებს და მინერალების დაკარგვაზე აქვს შემდეგ ორგანიზმს ცუდი რეაქცია, ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლის ზემოდან დამატება არ არის რეკომენდებული, ასეთ დროს, სჯობს, მინერალებით შეავსონ ორგანიზმი - მიიღონ წყალი, ცოცხალი ბოსტნეული და წვნიანი, მაგრამ არა ხორცის ნახარშით მომზადებული. სჯობს, ბოსტნეულის ნახარში მიიღონ, ცხარე და ნივრიანი კერძი, რა თქმა უნდა, მდგომარეობას შეამსუბუქებს“, - განუცხადა „დაიჯესტს“ შოთა ჯანჯღავამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე