Digest Logo

„ეპიდაფეთქებას ვერ დავარქმევდი, მაგრამ წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული“ - ინფექციონისტები ჩუტყვავილას მომატებულ შემთხვევებზე

1678791795
ჩუტყვავილა გოგინავა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში „ჩუტყვავილას ეპიდაფეთქებაა“. მოქალაქეები ინფექციის გახშირებულ შემთხვევებზე წერენ და აღნიშნავენ, რომ ვირუსული დაავადება რთული სიმპტომებით მიმდინარეობს.

👉ქვეყანაში ჩუტყვავილას ეპიდაფეთქებაა?! - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

„დაიჯესტი“ დაინტერესდა, რამდენად რეალურია საფრთხე „ეპიდაფეთქების“ შესახებ და ინფორმაციის გადასამოწმებლად ინფექციონისტებს დაუკავშირდა.

როგორც მედიკოსებმა აღნიშნეს, წინა წლებთან შედარებით ვირუსული ინფექციის მატება ნამდვილად არის, თუმცა ამას ეპიდაფეთქებას ვერ დაარქმევენ.

ინფექციონისტი - ალექსანდრე გოგინავა: 

„ეპიდაფეთქებას ჩუტყვავილას ვერ დავარქმევდი, თუმცა რასაც საერთო სტატისტიკა და ჩემი გამოცდილებაც ადასტურებს, წინა წლებთან შედარებით წელს გაცილებით მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი გზით, მარტივად გადამდები დაავადებაა. აქედან გამომდინარე ადვილად შეიძლება დაინფიცირდეს მოქალაქე. თუმცა, თუ ვირუსი ერთხელ გადატანილი აქვს პირს, მეორეჯერ, როგორც წესი, არ ხვდებათ ხოლმე. ამიტომ უფრო ბავშვთა ასაკშია გავრცელებული და მოზარდებში. პრევენციის მიზნით, თავი აარიდონ სხვასთან კონტაქტს, ეს ეხება სკოლებსა და ბაღებს.

ხშირად გამონაყარს ქავილი და წვა ახასიათებს, ამიტომ გამოიყენება როგორც ადგილობრივი ისე სისტემური მოხმარების ალერგიული პრეპარატები...აგრეთვე, ანტივირუსული მედიკამენტი - „აციკლოვილის“ მალამო.

ინფექციონისტი - თამარ ბერელაძე:

„ეს რაოდენობა ეპიდემიად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, უბრალოდ, რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული.

მოქალაქეებს ვურჩევდი, იზოლაციაში იყოს პირი 21 დღის განმავლობაში. პრევენციისთვის მედიკამენტის მიცემა არ ხდება.

შესაძლოა, გამონაყარს ადგილობრივად წაესვას „ბეტადინის“ ხსნარი ან „ბრილიანტის მწვანე“ (ზელიონკა), რათა არ დაინფიცირდეს და არ გამწვავდეს გამონაყარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია, ჩემმა ევროპამ ჩემს სამ კლასელს ახალი სიცოცხლე აჩუქა“ - ლალი მოროშკინა

🔵რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი?

🔵„დღეს მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას“ - ცაგარელი