Digest Logo

„დედები ხშირად შვილებს ინსტრუმენტად მოიაზრებენ სხვებთან კონფლიქტში, ეს არის საგანგაშო მდგომარეობა“- ნანა ჩაჩუა

1651591996
ნანა ჩაჩუა

​ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობების მნიშვნელობაზე რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიდი ბედნიერების საწინდარია.

„წარმატებულობის და დიდი ბედნიერების საწინდარი არის ოჯახში არსებული ჯანსაღი ურთიერთობები. ოჯახი არის ურთიერთობების ფორმირების, მისი დასწავლის აკვანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორია დედის დამოკიდებულება. ბავშვები დედისგან ითვისებენ სამყაროს. დედაა სამყაროსა და ბავშვს შორის მაკავშირებელი. ხშირად როდესაც ოჯახში ურთიერთობები ვერ არის აწყობილი სათანადოდ, სამწუხაროდ დედები შვილებს ინსტრუმენტად მოიაზრებენ სხვებთან კონფლიქტში. ეს არის საგანგაშო მდგომარეობა.

მსხვერპლად იწირება რა? ასეთ ოჯახში აღზრდილ ბავშვებს აქვთ სხვებთან კავშირის განცდის დეფიციტი. ვერსად ვერ მიიღებ სულიერ სისავსეს, თუ სხვებთან კავშირის განცდა არ გაიარე. ამიტომაც აქვს ხელოვნებას უდიდესი როლი აქაც. მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს არის სხვებთან კავშირის განცდის მომენტები. ეს არის პოეზიაში, მუსიკაში, ფერწერაში, თეატრში, მაგრამ განსაკუთრებული ამ თვალსაზრისით არის მხატვრული ლიტერატურა. მხატვრულ ლიტერატურას ნებისმიერი დეფიციტის შევსება შეუძლია სულიერების თვალსაზრისით. სულიერება არის ის, რითაც ადამიანი სხვებთან კავშირს განიცდის. სხვებთან კავშირის განცდით უმდიდრდება მას ეს სულიერება,“-  განაცხადა ნანა ჩაჩუამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნანაუკა ჟორჟოლიანი თანამშრომელს ეძებს

🔵„ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება! იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!“ – გიორგი ფხაკაძე

🔵„3 მაისი განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და უძლიერეს ენერგეტიკულ დღედ ითვლება“ - ქეთი ოდიშელი

წყარო: momsedu.ge