Digest Logo

„დახურული სასრიალოები საფრთხის შემცველია“ - ექსპერტების გაფრთხილება

1652369320
სასრიალო მილი

​ექსპერტები მშობლებს დახურული სასრიალოების საფრთხეების შესახებ ინფორმაციას აწვდიან  და აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის გასართობები ბავშვისთვის გარკვეული რისკების შემცველია.

Medical Xpress-ის ინფორმაციით, ექსპერტები მშობლებს აფრთხილებენ, რომ დახურულ, მილის ფორმის სასრიალოზე სრიალი ბავშვისთვის სარისკოა და შესაძლოა, ფეხის მოტეხილობაც გამოიწვიოს.

ავსტრალიელმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ დახურული ტიპის სასრიალოების პოპულარობის მატებასთან ერთად ბავშვებში სერიოზული დაზიანებების რიცხვმაც მოიმატა. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაზიანება 4 წლის გოგონამ მიიღო, რომელიც სათამაშო მოედანზე მამასთან ერთად იმყოფებოდა. გოგონამ, რომელიც დახურულ სასრიალოზე სრიალებდა ორივე ფეხი მოიტეხა. დაზარალებული ბავშვის დედამ შვილის ტრავმის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსა. პოსტს ასეულობით მშობელი გამოეხმაურა. ისინი დახურულ სასრიალოზე ბავშვების დაზიანების ფაქტების შესახებ საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ პატარებმა მოტეხილობები და სახის დაზიანებები მიიღეს.

მიზეზი, რის გამოც დახურული სასრიალო უფრო სახიფათოა, შემდეგში მდგომარეობს: დახურულ სასრიალოზე ბავშვები ქვემოთ უფრო სწრაფად ეშვებიან. თუ ბავშვი მცირეწონიანია, ან სრიალა ნაჭრის ტანისამოსი აცვია, ეს დაშვების სისწრაფეს კიდევ უფრო ზრდის. თუ ბავშვი ჩამოსრიალების დროს მილში პოზიციას შეიცვლის და ამოტრიალდება, უხერხული პოზის გამო მოტეხილობების მიღების რისკი მატულობს. თუ ბავშვი დაშვების დროს სიჩქარეს ვერ შეანელებს, დახურული სასრიალოდან მისი სწრაფად „გამოტყორცნა“ ხდება. დაცემის დროს სერიოზული დაზიანების მიღების რისკი მაღალია. სწორედ ამიტომ, ექსპერტები მშობლებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, როდესაც ბავშვებს მსგავსი ტიპის სასრიალოზე სრიალის ნებას რთავენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵იყავი გამბედავი, პირდაპირი და შემტევი - ვისი იღბლიანობა გაიზრდება დღეიდან ოქტომბრის ბოლომდე?

🔵„ჩემი ცხოვრების, სიცოცხლის და ორგანიზმის ნახევარი მტკივა“ - დათის ძმის ემოციური პოსტი

🔵„უფალს მხო­ლოდ რჩე­უ­ლე­ბი მიჰ­ყავს“ - დიდი ტრაგედია ქართველი პოლიტიკოსის ოჯახში

წყარო: momsedu.ge