Digest Logo

უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან შესაძლებელია, თუკი რუსების შემოდინების გამო უკრაინელების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება - ანდრეი კასიანოვი

1674567647
უკრაინელების ევაკუაცია

„უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასობრივი შემოდინების შემდეგ“ - ამის შესახებ „პრავდასთან“ ინტერვიუში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვის თქმით, უკრაინის საელჩო საქართველოში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების გაზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ თუ ქვეყანაში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მოიმატებს, ამ შემთხვევაში ჩვენი საელჩო არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს მიმართოს, რათა მოხდეს უკრაინელების მასობრივი ევაკუაცია საქართველოს ტერიტორიიდან, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას რეალური საფრთხე დაემუქრება.

ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ევაკუაციის შესაძლო მარშრუტებს უკვე განვიხილავთ“, - აცხადებს ანდრეი კასიანოვი.

ამასთან, კასიანოვმა აღნიშნა, რომ საელჩო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სიმსივნე დაუდგინდა... დიაგნოზი რომ გაიგო, ბევრი იტირა. დღეს კი გაბედულად მარტო მოვიდა და... “ - რას წერს გიორგი ღოღობერიძე

🎥 „ძმურად, რამე კარგი დიეტა ხომ არ იცით?“ - შალვა ნათელაშვილი TikTok-ზე გამოჩნდა

🔵„ვეტერანებო, თუ ამ ბრბოს შიშით ოჯახი ხელს ვერ კიდებს გარდაცვლილს, ჩვენ დავმარხოთ იგი“ - ზაირა მიქატაძე ნოდარ ათუაშვილზე