
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ უკრაინელ კოლეგას დაბადების დღეს ულოცავს. ის მას დაუღალავ ბრძოლაში სიძლიერესა და გამძლეობას უსურვებს.
„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში!
თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, 25 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკი 45 წლის გახდა.