
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მაგნიტსკის სიის ავტორის ბილ ბროუდერისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას შეხვედრას ტვიტერზე ეხმაურება.
„მაგნიტკის სიის ავტორი ლონდონში თემურ ალასანიას შეხვდა. ნეტა ლიტვინენკოს ისტორია თუ ახსოვს მისტერ ბროუდერს. თუ არ იცის ვის შეხვდა, სასწრაფოდ ვურჩევ დეზინფექციის ჩატარებას. თუ იცის, ალასანია რომ ФСБ-ეა, მაშინ ისეთი რამეებიც იცის, რაც ჩვენ არ ვიცით“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.
🔴‼️მაგნიტკის სიის ავტორი ლონდონში თემურ ალასანიას შეხვდა.
— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) January 25, 2023
ნეტა ლიტვინენკოს ისტორია თუ ახსოვს
მისტერ ბროუდერს.
თუ არ იცის ვის
შეხვდა სასწრაფოდ ურჩევ დიზინფექციის ჩატარებას.
თუ იცის, ალასანია რომ ФСБ-ეა, მაშინ ისეთი რამეებიც იცის, რაც ჩვენ არ ვიცით.
😜https://t.co/hlIvIBR0k1