Digest Logo

ძალიან დავარდნილი აქვს ჰემოგლობინი და რკინა, რის გამოც გული მისდის ყოველ წუთში - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

1674636541
გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დაბალი ჰემოგლობინი აქვს, რის გამოც ხშირად მისდის გული.

„წარმოდგენა არ მაქვს. მე არ მაქვს კოვიდი, არც მქონია კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვისაც შეიძლება ჰქონოდა კოვიდი. ძალიან დავარდნილი აქვს ჰემოგლობინი და რკინა, რის გამოც გული მისდის ყოველ წუთში, დგება ადამიანი და მისდის გული. აი, გუშინაც იყო ასეთი ეპიზოდი. როგორ აღმოვჩნდი ბადრაგების ხელში, არც ვიციო, გათიშული იყო ადამიანი, ისე დაეცა. ჩემი თხოვნა არის, რომ გადამირჩინონ, მეტი რა თხოვნა უნდა მქონდეს“, - ამბობს ალასანია.

ცნობისთვის, სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.